კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გააკეთა აქცენტი „ბარბერიმ“ ტყავის ცხელ ქურთუკებზე ზაფხულის კოლექციაში



კრისტოფერ ბეილს, არა იმ კრისტოფერს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ „ოსკარი“ აიღო, არამედ „ბარბერი პრორსამის” მთავარ დიზაინერს, არასდროს ჰბეზრდება და არ ივიწყებს „ბარბერის” დიდებულ წარსულს. „ჩვენ იმდენჯერ შეგვიძლია, გადმოვიტანოთ, განვაახლოთ, ვთარგმნოთ და ავიღოთ მისგან, ის კი ყოველთვის ახერხებს დარჩეს განსხვავებული... და ეს მხოლოდ მომენტალურ განწყობაზეა დამოკიდებული”, – თქვა ჩვენების შემდეგ ახალგაზრდა დიზაინერმა. სწორედ ამ ფაქტით ახსნა გაზაფხული-ზაფხულის შოუს თემები კრისტოფერ ბეილმა, რომელიც აღებულია, ჯერ კიდევ შორეულ, 1900 წელს ტომას ბარბერის მიერ პირველი ინგლისელი მოტო-ბაიკერებისთვის შექმნილი კოსტიუმებიდან. სწორედ ეს კოსტიუმებია, ასეთი ძველი და ასეთი თანამედროვე.
„ბაიკერის მემკვიდრეობა“ – ასე ერქვა ჩვენებას. მაგრამ მისტერ ტომასი, რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, გაუჭირდებოდა, ბეილის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში თავისი ბაიკერები ეცნო. მოკლე, რკინის „კბილებიანი“ ქურთუკები, ტყავის ლეგინსები, თხუთმეტსანტიმეტრიანი ქუსლები, ლეოპარდის შეფერილობის კაბები და ბლუზები. მოდის კრიტიკოსებისგან ეს საკმაოდ საინტერესოდ შეფასდა. მათ აღნიშნეს, რომ ეს იმიტომ მოხდა, მოხუცი ტომასი ფორმას ქმნიდა ფუნქციიდან გამომდინარე, მაშინ როცა ახალგაზრდა ოსტატი – ბეილი სამოსის ფორმას მოდას უხამებს. მოდა კი ამ სეზონზე ბეილიმ ასე დაინახა – სუპერსექსუალური, სუპერმოდუნებული, სუპერმიმზიდველი და სუპერმოტკეცილი.
 იმისთვის, რომ „ბარბერის” ახალი კოლექციის ტემპერატურა ზუსტად გავზომოთ, მთავარია, აღვნიშნოთ, თუ რომელი იყო მთავარი ტრენჩი. ამ კოლექციაში თვალს აშკარად ორი მიმართულება ჭრიდა – მოკლე კაბა, რომელსაც წინ, მთელ სიგრძეზე ჰქონდა ელვაშესაკრავი და შესაკრავთან თავმოყრილი მინაოჭებული კაბა. ასევე, აღსანიშნავია ბავშვის ზომის ბაიკერის ქურთუკები. კოლექცია იყო „შიპებიანი”, რკინის ღილებიანი, ელვაშესაკრავიანი და ეს ყველაფერი მაინც პითონს უკავშირდება. კოლექციაში სხვადასხვა „ჯიშის” გველის ტყავი იყო გამოყენებული ბაიკერისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობისა და მაცდურობის მისანიჭებლად.
 საშემოდგომოდ ბეილმა, „ბარბერის” სამხედრო წარსული ამოქექა და ახალი კოლექცია მილიტარისტულ თემებს მიუძღვნა. ამინდი შეიცვალა, ევროპაში დაცხა და მან თავისი შემოქმედების ყველაზე ძლიერი ქუჩური სამოსი წარმოადგინა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ბაიკერის კოსტიუმის ტრადიციები მინიმუმამდეა დაყვანილი, კოლექციაში „მემკვიდრეობიდან” არაფერი გადარჩა და რაც მთავარია, გენიალური ტომას ბარბერის გული, ბირთვი, ძირითადი მესიჯი მთლიანად უგულებელყოფილია. უყურებ პოდიუმზე მოსიარულე აგრესიულად ჩაცმულ გოგონებს და ფიქრობ, როგორ განდაიქმნება „ბარბერის გოგო” „ბონდის გოგონად”. კრიტიკოსებმა საკმაოდ სარისკოდ მიიჩნიეს ბეილის მიერ დიზაინერების ლექსიკონში შემოტანილი ფენა-ფენა შეკერილი აბრეშუმის კაბების უჩვეულო სიმოკლე; მათ შორის, ვარდისფერ ტონებში გადაწყვეტილი კაბისაც, რომელიც თოჯინისას უფრო ჰგავდა, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ მსგავსი კაბით მოტოციკლეტზე დაჯდომას ვერაფრით მოახერხებთ.
 დეტალურად ძალიან ბევრი რამ განვიხილეთ, მაგრამ კოლექციის მთავარი მინუსი მაინც ერთი მგონია – ის ძალიან ცხელია ცხელი ზაფხულისთვის. შავი ტყავის ლეგინსები, ტყავის ქურთუკები, კორსეტები მთლიანად აუფერულებდნენ აბრეშუმის კაბებისგან მოტანილ სიგრილესა და სიმსუბუქეს.

скачать dle 11.3