რას მოელის ქალი
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ურთიერთობებში ყველაზე ხშირად, შეცდომებს მამაკაცები უშვებენ. როგორც წესი, ქალებმა უკეთ გაიცნეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, ვიდრე მამაკაცებმა დაუცველი და სუსტი სქესი. დაუცველები და სუსტები, უფრო ხშირად, მამაკაცები არიან და არა ქალბატონები. მამაკაცს რომ ჰგონია, მე ამ ქალის შესახებ ყველაფერი ვიცი და ერთი ფრაზით დავიპყრობ მის გულსო, ქალს ამაზე მხოლოდ ეცინება. გარდა ამისა, კაცები გაცნობისას ძალიან ხშირად იყენებენ ფრაზებს, რომლებითაც ქალებს, რბილად რომ ვთქვათ, აფრთხობენ და საკუთარ თავზე არასწორ წარმოდგენას უქმნიან.
მაგალითად, ჭკვიანი კაცი არასოდეს ეტყვის ქალს, ნაცნობობის დასაწყისში...
დედათქვენს სიძე არ სჭირდება?
ჩვენ ადრე არსად შევხვედრივართ?
შენ მკერდი ნატურალური გაქვს?
კომპლიმენტს გეტყოდი, მაგრამ არ მინდა, ბანალური ვიყო.
შენ ძალიან ჰგავხარ ჩემს პირველ სიყვარულს... (მსახიობს, რომელზეც ვგიჟდები).
დღეს კარგად გამოიყურები (ანუ, გუშინ და გუშინწინ საფრთხობელას ჰგავდი – ეს იგულისხმება).
შენთან დაახლოება მინდა.
არ გინდა, ჩემი მანქანით გაგაჭენო, გოგონი?
მომცემ შენი ტელეფონის ნომერს? ოღონდ დამიწერე, თორემ დამავიწყდება.
ერთი სიტყვით, მამაკაცებო! – თქვენც არ გაწყენდათ, გათავისუფლებულიყავით კომპლექსებისგან. ყოფილიყავით უფრო ბუნებრივები, გულწრფელები და რაც მთავარია, ყურადღებიანები. მაშინ, აუცილებლად მიხვდებით, რას მოელის თქვენგან ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის ბევრი არაფერი სჭირდება.