კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცური შეცდომა



შემცდარია მამაკაცი, რომელიც ფიქრობს, რომ კაცები და ქალები თანასწორნი არიან. სხვათა შორის, არც ერთ ქალს არ აქვს ამისი ილუზია. შეიძლება, აშკარად არ აღიარებენ და მცდელობაც აქვთ, მამაკაცებს გაუთანაბრდნენ, მაგრამ სინამდვილეში ყველა ქალი დაიხევდა უკან, თუ მის წინ ღირსეული მამაკაცი აღმოჩნდებოდა. აი, სად არის, მთავარი მამაკაცური შეცდომა. ისინი პრობლემას საკუთარ თავში არ ეძებენ. კაცობრიობის ისტორიაში ქალი სუსტია და ძლიერ მამაკაცზეა დამოკიდებული. თუ ქალს ეს არ მოსწონს და აპროტესტებს, იცოდეთ, მის გვერდით ძალიან სუსტი მამაკაცია.
მამაკაცური სიძლიერე არ გამოიხატება მაგიდაზე მუშტების ბრახუნით, არც ყვირილით, არც აკრძალვებით, ან ტირანიით. ძლიერია მამაკაცი, რომელიც სწრაფად და ჭკვიანურად იღებს საჭირო გადაწყვეტილებებს. მათ შორის, იმ ქალის მაგივრადაც, რომელიც გვერდით ჰყავს. მოიყვანეთ ძლიერი ნების მამაკაცი და ყველაზე თავგამოდებული ფემინისტიც კი გათხოვებაზე თანახმა იქნება.
მამაკაცს ეშლება, როცა ფიქრობს, რომ მთავარი ფიზიკური ძალის დემონსტრირება, ან მისი სიტყვაა. ჯერ ერთი, სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს და მეორე – ძალას ყოველთვის შეუძლია დაუპირისპირო კიდეც უფრო დიდი ძალა. ქალთან ურთიერთობაში, უმთავრესია, მამაკაცს ესმოდეს – ეს ქალი არაფრით არ არის თქვენს წინაშე ვალდებული. თუ მას უყვარხართ, ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა და ნურასოდეს ისარგებლებთ ბოროტად, ამ სიყვარულით. თუ რამეს დაპირდებით და მერე შეასრულებთ, ამას თქვენი პირადი სიამოვნებისთვის აკეთებთ და არა იმიტომ, რომ მან თავი, თქვენ წინაშე ვალდებულად იგრძნოს. გახსოვდეთ, ქალს თქვენი ერთგულება, გულწრფელობა, ზრუნვა და სიმტკიცე სჭირდება... თუ ამას ფასიან საჩუქრებსაც დაუმატებთ, რაც ასევე ყურადღების გამოხატულებაა, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს. რა თქმა უნდა, არიან ქალები, რომლებისთვისაც სწორედ ამ „ფასიან დანამატებს” აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თქვენ ხომ ასეთს არ ეძებთ?!

скачать dle 11.3