უცნაური ამბავი
მთელ მსოფლიოში ქალები სამნახევარი მილიარდია. მამაკაცების რაოდენობაც ზუსტად იმდენივე. არც ქალები არიან განსაკუთრებულები და არც მამაკაცები. თუმცა ერთმანეთს ჰგვანან და სხვათა შორის, ინტერესებითაც. მაგალითად, რა გვინდა კონკრეტულად: ის, რომ ვჭამოთ გემრიელი კერძები, ჩვენი ესმოდეთ, გვქონდეს კარგი სექსი, ვიმუშაოთ ცოტა, მაგრამ შემოსავალი დიდი იყოს... გულის სიღრმეში მაინც მეთანხმებით, რომ ეს ასეა?! თუ საკითხს სუფთა მათემატიკური მხრიდან მივუდგებით, მაშინ იმისი შანსი, რომ მარტო დარჩე, თითქმის არ არსებობს – მაშინ, რა ხდება?! პრობლემა სად არის? – მამაკაცებში, თუ ქალებში?! მამაკაცი თუ ბუნების გვირგვინია და არჩევნის უპირატესობა ღმერთმა მას მიანიჭა, მაშინ პასუხისმგებლობაც მას უნდა დავაკისროთ. სამწუხაროდ, მამაკაცები იშვიათად ფიქრობენ და აზროვნებენ სიღრმისეულად. ამიტომაც, ბევრია მამაკაცი კარგი გარეგნობით, მაგრამ საერთოდ ვერ ხიბლავს ქალს. უმრავლესობა მამრებისა ბანალურია და პრიმიტიული. მაგალითად, უმრავლესობა მამაკაცებისა, მხოლოდ იმ ქალებთან იწყებს ნაცნობობას, ვინც უღიმის. იმას ნაკლებად ფიქრობენ, რა იმალება ამ ღიმილის მიღმა. თქვენ გგონიათ, რომ კაცებს ეზარებათ ქალის გულის მოსანადირებლად შრომა? – დიახ, სწორედ ასეა, მაგრამ ქალიც რომ არ არის მზად, იყოს უანგარო და მისცეს ყველაფერი მხოლოდ ღიმილის, ან კაფეში დაპატიჟების სანაცვლოდ?! ანუ, შეიძლება ქალი გიღიმოდეთ, მაგრამ... საერთოდ არ მოსწონდეთ და არ აინტერესებდეთ, უცნაური ამბავია, ხომ მართალია?!
და კიდევ, ისიც უცნაური ამბავია, მამაკაცები ისეთ დაპირებებს რომ იძლევიან, რომელთა რეალობაშიც ძალიან ეპარებათ ეჭვი. თუმცა, მათ ხომ ერთი ნეკნი აკლიათ. ეს უკვე აღარ არის უცნაური ამბავი!