რა გამოვლინებებით ხასიათდება პანკრეატიტი და რატომ არის ის საშიში
კუჭქვეშა ჯირკვლის ანუ პანკრეასის ქსოვილის ანთებით დაავადებას პანკრეატიტი ეწოდება. ის შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. პანკრეატიტი შეიძლება გამოიწვიოს კუჭქვეშა ჯირკვლისა და სანაღვლე სადინარების დახშობამ, ალკოჰოლის გადაჭარბებამ, ინფექციებმა, საკვებში ცილის დეფიციტმა, ზედმეტად ცხიმიანმა ან მწარე კერძებმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა.
პანკრეასი, ჰორმონ ინიცინის გარდა, გამოიმუშავებს წვენს, რომელიც საჭმლის მომნელებელი ფერმენტებითაა გაჯერებული. პანკრეატიტის დროს ფერმენტები აქტიურდება და საკუთარი ჯირკვლის ქსოვილს აზიანებს, რასაც პანკრეასის შეშუპება და უჯრედის კვდომა მოსდევს.
ქრონიკული პანკრეატიტის დროს ანთებითი პროცესი ქრონიკულად, ანუ მუდმივად მიმდინარეობს, რასაც პერიოდულად საკუთარი ფერმენტების გააქტიურება და პროცესის გამწვავება ახლავს თან. პანკრეატიტის მთავარი ნიშანი სარტყლისებური ტკივილია, რომელიც გამოხატულია მუცლის ზედა ნაწილში და გადაეცემა წელისა და ზურგის არეს. ასევე, თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, ტემპერატურის მატება, სლოკინი, კანის გაფერმკრთალება.
ქრონიკული პანკრეატიტის კლინიკური სურათი თავიდან მწვავეს ჰგავს. დაავადების დაწყების შემდეგ ხშირდება ნაწლავების მოქმედება, წონაში მატება, შესაძლოა, განვითარდეს ჰორმონების უკმარისობა, მოგვიანებით კი – შეშუპება და ანემია, კანზე ლაქები ჩნდება. გამწვავების პერიოდში საჭიროა ისეთი მკურნალობა, როგორც მწვავე პანკრეატიტის დროს, კერძოდ: ტკივილის მოხსნა, მკაცრი დიეტა და ალკოჰოლის აკრძალვა. პანკრეასული ტკივილის დაწყებიდანვე საჭიროა მტკივნეულ ადგილას ცივი, ყინულის კომპრესის დადება, სიმშვიდე და დიეტა. ტკივილის მოსახსნელად ინიშნება ანალგეტიკური საშუალებები.
კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციურ უკმარისობას პანკრეასის ფერმენტებით მკურნალობენ. ავადმყოფს უნიშნავენ ცხიმში ხსნად A, P და K ვიტამინებს. ინფექციური პროცესის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები. თუ ადამიანი წონაში იმატებს, უმცირდება ნაწლავების მოქმედება და თავს უკეთ გრძნობს, ესე იგი, მკურნალობა შედეგიანია.
პანკრეატიტის დროს კარგია მცენარეული ნაყენის მიღებაც, კერძოდ: აიღეთ თანაბარი რაოდენობით სამყურას ფოთოლი, ცერეცოს თესლი, ფარსმანდუკი, ასისთავა და ცოტა კამის თესლი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გააცივეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.