გაძევება პირსინგის გამო
ავსტრალიური საფეხბურთო კლუბის, „მელბურნ უონდერერსის” ფეხბურთელი აარონ ეკლსტოუნი მსაჯმა მხოლოდ იმის გამო გააძევა მოედნიდან, რომ მას გენიტალიაზე პირსინგი დაუნახა. ერთ-ერთი ეპიზოდის დროს, ეკლსტოუნს ბურთი ფეხებშუა მოხვდა და ფეხბურთელის რეაქცია დარტყმაზე მსაჯს საეჭვოდ მოეჩვენა. მან მატჩი შეაჩერა და მოთამაშეს ტრუსის ჩახდა მოთხოვა. როდესაც მსაჯმა ფეხბურთელის პენისზე არსებული პირსინგი დაინახა, წითელი ბარათი ამოიღო და ფეხბურთელს მატჩის გაგრძელების უფლება აღარ მისცა. აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო წესების თანახმად, მსაჯი მართალი იყო, რადგან ფეხბურთელებს ეკრძალებათ მოედანზე სხვადასხვა აქსესუარებით გამოსვლა, მათ შორის – პირსინგებით გენიტალიებზე.