რუსეთი 2018 წლისთვის ემზადება
რუსეთში მიმდინარეობს მზადება 2018 წლის ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის და სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ წინასწარ დასახელებული 14 რეგიონიდან, ოთხი ამოვარდა. სარანსკი, იაროსლავლი, სამარა და მოსკოვსკაია ობლასტი, საორგანიზაციო კომიტეტის თქმით, ვერ აკმაყოფილებენ „ფიფას“ მოთხოვნებს. ამ ქალაქებში, სადაც სტადიონების აშენება შორეული პერსპექტივაა, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები აღარ გაიმართება.