გიგზი სკანდალებისგან ისვენებს
სექსუალური სკანდალების ეპიცენტრში მოხვედრილი უელსელი ვარსკვლავი – რაიან გიგზი მეუღლესთან ერთად, რომელმაც, როგორც ჩანს, მას ყველაფერი აპატია, ესპანურ მალიორკაზე ისვენებს. გაზეთ „დეილი მეილის” ცნობით, სთეისიმ ბოლო შანსი მისცა გიგზს, ოჯახის შესანარჩუნებლად. ეს შანსი კი ვარსკვლავმა უნდა გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცოლი გაცილდება „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ 11 ნომერს, რომელსაც მრავალი სექსუალური გატაცების გარდა, რომანის გაბმა საკუთარი ძმის ცოლთანაც დაუმტკიცდა.