ტონი პარკერის კლუბური ცხოვრება
„სანანტონიო სფურზის” ფრანგმა ვარსკვლავმა, ტონი პარკერმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ სძლია დეპრესიას, რომელიც მეუღლესთან, ჰოლივუდის ვარსკვლავ, ევა ლონგორიასთან დაშორებით იყო გამოწვეული და ცხოვრების აქტიურ რიტმს დაუბრუნდა. „სასურველი სასიძოს” იარლიყდაბრუნებული კალათბურთელი ღამის კლუბების და სხვადასხვა წვეულების ხშირი სტუმარია. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ არ ჰყავს ოფიციალური „გერლფრენდი“, მის გარემოცვაში ეშხიანი და გარუჯული ლამაზმანები არიან. ერთ-ერთი წვეულების დროს პარკერმა თავს უფლება მისცა და სცენიდან რეპის წაკითხვა სცადა, რითაც აპლოდისმენტები და შეკრებილი სტუმრების მოწონება დაიმსახურა.