ვილაჟ-ბოაშის დის საიდუმლო
ევროპის ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელისა და „ჩელსის” ახლადგამომცხვარი თავკაცის, ანდრე ვილაჟ-ბოაშის და – ანდრეა ლეალი შეყვარებულია და მისი რჩეული საფეხბურთო კლუბ „პორტუს” პრეზიდენტი – პინტუ და კოშტაა. მასთან ერთად მოიგო, ვილაჟ-ბოაშმა ყველა შესაძლო ტიტული. ანდრეა პორტუგალიაში ცნობილია თავისი სილამაზით და ამბობენ, მას არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავდა, რომლებიც მისი გულის მოგებას ცდილობდნენ, თუმცა, ანდრეას თქმით, მისი გული მხოლოდ პინტუს ეკუთვნის. ანდრეასგან განსხვავებით, მისი ძმა დიდი ხანია, დაქორწინებულია დიზაინერ ჟოანაზე. მასთან ბოაშს ორი შვილი – ორი წლის ბენედეტა და შვიდი თვის კაროლინა ჰყავს. ცნობისთვის, ანდრე ოჯახთან ერთად უკვე ლონდონში გადაბარგდა, სადაც მას რომან აბრამოვიჩის კლუბთან ერთად, ახალი მწვერვალების დაპყრობა მოუწევს.