კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს



კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ გამოუვალ მდგომარეობაში?
პასუხი: უპირველესად, უნდა ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გვაპოვნინოს გამოსავალი. უნდა ვიკითხოთ წმიდა წერილი და წმიდა მამათა წიგნები – მასში შეიძლება, ამოვიკითხოთ ისეთი რამ, რაც მიგვითითებს გამოსავალზე. ასევე, უნდა წავიდეთ მოძღვართან აღსარებაზე და ვთხოვოთ მას რჩევა.
კითხვა: მტკივნეულია თუ არა სულის სხეულთან გაყრა?
პასუხი: ეს დანამდვილებით არავინ იცის. როდესაც ადამიანს აქვს რწმენა, როგორც დედის ტკივილი იცვლება უდიდესი სიხარულით ბავშვის დაბადების შემდეგ, ასევე შეიცვლება ადამიანის სულის სხეულთან გაყრის ტკივილიც, მას შემდეგ, რაც სასუფეველს დაიმკვიდრებს. ამიტომ, უნდა მოემზადოს ადამიანი მარადიული ცხოვრებისთვის, აკეთოს ბევრი სიკეთე და იყოს უფლისა და მოყვასის მოყვარული. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, გარდაცვალების წინ უფალი ადამიანს ანახვებს იმ სანახებს, რაც იმქვეყნად დახვდება. ღმერთი წინასწარ აჩვევს და აჩვენებს იმ სამყაროს და ამით მარადიულ ცხოვრებაში გადასვლის გზას უადვილებს ადამიანს.
კითხვა: უფალი გვმოძღვრავს: „შეიყვარე მტერი შენი“, მაგრამ თუ ვიცით, რომ ესა თუ ის ადამიანი ჩვენი სამშობლოს, უფლისა და მოყვასის მტერია, როგორ მოვიქცეთ მაშინ?
პასუხი: სიყვარული არ ნიშნავს ყველაფრის მიტევებას და უკეთურების წახალისებას. მშობელს შეუძლია, თან უყვარდეს ბავშვი და კიდეც სჯიდეს მას. ქრისტიანული სიყვარული განსხვავებულია. ადამიანმა საკუთარი წყენა უნდა დაითმინოს, მაგრამ როდესაც სხვას აყენებენ შეურაცხყოფას, თანადგომა უნდა გაუწიოს. აქვე, მოგიყვანთ ფილარეტ მოსკოველის შეგონებას: „გიყვარდეს მტერი შენი, ჰბრძოდე მტერს მამულისას და გძაგდეს მტერი უფლისა!“.
კითხვა: რა პასუხისმგებლობა ეკისრება ნათლიას, თუ მისი ნათლული იეღოველი გახდა?
პასუხი: ნათლია პასუხს აგებს იმისთვის, რომ არ იზრუნა ნათლულის სულიერ განვითარებაზე. ნათლიამ უნდა ილოცოს გზას აცდენილი ნათლულისთვის, რათა გონება გაუნათდეს მას და უფლის წიაღს დაუბრუნდეს.

скачать dle 11.3