კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს ანა კოვაჩს კარლა ბრუნთან და რას ხედავს ის ყოველდღე სარკოზის ეზოში



მშვენიერი ანა კოვაჩი უკვე რამდენიმე წელია, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამოდელო სააგენტოებში წარმატებით აგრძელებს სამოდელო საქმიანობას. ის ცოტა ხნით ბერლინსა და ლონდონში მუშაობდა და ახლა ისევ თავის საყვარელ პარიზს დაუბრუნდა, სადაც ანა თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს.
ანა კოვაჩი: ბოლო ნახევარი წელი, ჩემთვის საკმაოდ დატვირთული იყო, როგორც მუშაობის, ასევე მოგზაურობის მხრივ. იანვარში ვიყავი გერმანიაში, იქიდან გადავფრინდი პარიზში, შემდეგ ლონდონში და ახლა ისევ პარიზში ვარ. თუმცა, მალე ისევ ლონდონს მივემგზავრები.
– მოდი, ლონდონიდან დავიწყოთ. მახსოვს, სხვა ქალაქში, ახალ სააგენტოში გადასვლის წინ ნერვიულობდი.
– კი. ძალიან მეშინოდა, რადგან დიდი ხანია, სხვა, უცხო სააგენტოში არ მიმუშავია. მაგრამ, ლონდონის „ელიტი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგი სააგენტოა. ხალხი თბილია, თან, რადგან ყველა ინგლისურად საუბრობს, ჩემთვის იქ ცხოვრება, ადამიანებთან კონტაქტი უფრო ადვილი იყო – ინგლისურად კარგად ვლაპარაკობ. თუმცა, ლონდონი პარიზზე დიდია და გადაადგილებაც უფრო რთულია. ამიტომ, ბუქით სიარული პარიზში უფრო მერჩივნა, ვიდრე ინგლისში. ლონდონში ძალიან დაკავებული ვიყავი, სულ ვმუშაობდი, შაბათ-კვირასაც კი. ჟურნალისტებისთვის, კატალოგებისთვის მქონდა გადაღებები, ასევე, ჩვენებებში ვიღებდი მონაწილეობას და ბევრი ფოტო მოვაგროვე, რაც ძალიან მიხარია.
– შენგან გადაღებების დროს ყოველთვის საინტერესო სახეს ქმნიან. ახლაც თუ გქონდა ასეთი გადაღებები.
– ამჯერად ფრიდა კალო გამხადეს. წამიყვანეს მექსიკურ სასტუმროში, გამიკეთეს ზუსტად ისეთივე მაკიაჟი, გადაბმული წარბები, ზუსტად ფრიდასავით გამომაწყეს და გადამიღეს ფოტოები ბრიტანული ჟურნალისთვის. ისეთი სახე მაქვს,  არავის ვგონივარ საქართველოდან, ყველას ბრაზილიელად ან ფრანგად მივაჩნივარ. რაც მთავარია, ჩემთან მუშაობა ძალიან უყვართ, რადგან ადვილად შემიძლია, სახე შევიცვალო და სულ სხვანაირი გავხდე. ყველაზე სასაცილო ბოლო კადრის გადაღება იყო. თვითონ სასტუმრო ძალიან პატარაა, ოთახი – კიდევ უფრო პატარა, ხოლო სააბაზანო – განსაკუთრებულად პატარა ზომის. ამ სამოსით, ქუსლებით, ჩამსვეს აბაზანაში, ძლივს ჩავეტიე და რაც მთავარია, ძალიან „სტრანნი“ პოზებში გადამიღეს. კარგად ვიხალისე. ბრიტანელებთან კარგია მუშაობა. ხელს გიწყობენ, გეხმარებიან, ყველაფერს თავის დროზე გაძლევენ. რაც მთავარია, ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი, მოკლედ, საყვარელი ხალხია. კიდევ ვიმუშავე ბრიტანულ ბრენდთან, ჩვენებაშიც მივიღე მონაწილეობა და პრეზენტაციაზეც. პარიზშიც და ლონდონშიც ხშირად მიღებდნენ ინტერნეტ-კატალოგებისთვის. ერთხელ ბიჭადაც გადამაქციეს, – ბიჭივით ჩამაცვეს, ბატუტზე მახტუნავეს, ველოსიპედით დავდიოდი, არადა, მანამდე არასდროს გამიტარებია. ისეთი სასაცილო ვიყავი – ფოტოგრაფი ხომ იღებდა და მისი ასისტენტი უკან მომყვებოდა, რომ არ გადმოვვარდნილიყავი. ბიჭად ყოფნა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, კალათბურთიც მათამაშეს. ასევე, მქონდა ერთი ჟურნალისთვის გადაღება სასტუმროში – გეიშას სამოსი ჩამაცვეს, პარიკი გამიკეთეს, ნამდვილი გეიშა ვიყავი. მოკლედ, ინგლისში ძალიან ბევრი, საინტერესო გადაღება მქონდა. ერთ-ერთი იყო ძალიან ცნობილი ჟურნალისთვის, უცხოპლანეტელიც გამხადეს. ძალიან ბევრი რკინა მქონდა თავზე, ტანზე, „სტრანნი“ პოზებს ვიღებდი. საკუთარი სახე სარკეში რომ დავინახე – გული გამისკდა. საშინელი ვიყავი, ნამდვილი უცხოპლანეტელი. დავხტოდი, ფრენასაც ვცდილობდი. მოკლედ, საინტერესო იყო. ბრიტანეთში ხომ ასეთ გიჟურ ფოტოებს მიღებენ, ხან ვის მამსგავსებენ, ხან – ვის, პარიზში რომ ჩავდივარ, მაშინვე მეუბნებიან – კარლა ბრუნს ჰგავხარო. სიმართლე გითხრა, არ მიყვარს, ვინმეს რომ მამსგავსებენ, მაგრამ მეგობრებიც, ფოტოგრაფებიც უკვე ასე მომმართავენ. როდესაც ჩემს ბუქს ვუყურებ, ხან ვის ვგავარ, ხან კიდევ – ვის, მეც ვერაფერი გავიგე. მოკლედ, ლონდონში ძალიან საინტერესო ფოტოები დავაგროვე, სულ სხვანაირი სტილი მაქვს.
– ლონდონში მოდელებს, ბუქერებს, ალბათ, დაუმეგობრდი?
– ჩემს ბუქერებს ადვილად დავუმეგობრდი. ისინიც ჩემსავით ფეხბურთის ფანები აღმოჩნდნენ. თან, მე „მანჩესტერის“ გულშემატკივარი ვარ და ამაზე სულ გადაირივნენ, ძალიან გაუხარდათ. ჩემი ბუქერი „ჩელსის“ ფანი იყო, სხვა ქალაქში თამაშებზე დასასწრებად დამპატიჟა და „მანჩესტერმა“ რომ მოიგო, აღარ მელაპარაკებოდა.
– ქალაქში გადაადგილებას ადვილად აუღე ალღო?
– ინგლისური კარგად ვიცი, რუკით მოძრაობაც არ მიჭირს, ამიტომ არ დავკარგულვარ. უბრალოდ, ლონდონში მხოლოდ მეტროთი ვერ იმოძრავებ, ავტობუსიც გჭირდება. პირველივე დღეს შევეცადე და ისე ვისწავლე, ყველგან თავის დროზე მივდიოდი. ერთ-ორ კვირაში უკვე ქასთინგებზეც მარტო დავდიოდი. თუმცა, სამუშაოს გარდა, ლონდონში სულ ამერია ძილი, დღე-ღამეში სამი საათი მეძინა. სახლში გვიან მოვდიოდი და კოვზით ხელში დივანზე მეძინებოდა, მერე ის გოგო, ვინც ჩემთან ერთად ცხოვრობდა, მაღვიძებდა. საწოლში რომ ვწვებოდი, ვეღარ ვიძინებდი. პარიზში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ჩემი ბუქერი უკვე აღარც მეკითხება, პირდაპირ მირეკავს და მეუბნება – სპექტაკლისთვის ბილეთები ავიღე, 15 რიცხვში, ხომ კარგია? ყველამ იცის, რომ პარიზი ძალიან მიყვარს, საჩემო ქალაქია, კლიენტებს, მოდელებს, ყველას ვიცნობ.
– რა სამუშაოები გქონდა პარიზში?
– პარიზშიც ბევრი სამუშაო მქონდა, ლონდონიდან პირდაპირ „ლან ვინისთან“ სამუშაოდ ჩამოვედი. თუმცა, არც ლონდონიდან მიშვებენ და მხოლოდ იმ პირობით ვარ აქ – პარიზის სააგენტო რომ დაიკეტება, უკან წავიდე. „ლან ვინთან“ უკვე ერთ წელზე მეტია, ვმუშაობ, ჩემი კლიენტია. ახლა მასთან „შოუ-რუმი“ მქონდა. ადრე, ერთი წლის წინ რომ გავიარე ქასთინგი, მას შემდეგ აღარ დამჭირვებია, როგორც კი სამუშაო ექნებათ, მე მიწვევენ. ასევე, ძალიან ბევრი გადაღება მქონდა ინტერნეტ-კატალოგებისთვის, რადგან მე ვარ მოდელი, რომელიც ადგილზეა. უამრავ კლიენტთან ვმუშაობ, ხშირად ქასთინგებიც აღარ მჭირდება, იმდენს ვიცნობ უკვე. „ლან ვინის“ „შოუ-რუმზე“ მოვიდა ამ ბრენდის ამერიკელი კლიენტი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს ყიდულობს. როგორც კი დამინახა, მაშინვე ამირჩია, ამას უნდა მოვიზომო ყველაფერიო. მოკლედ, მთელი კოლექცია მომაზომა. 4 საათის განმავლობაში ხელჩაკიდებული დავყავდი, მეკითხებოდა, რომელი კაბა მოგწონს, რომ ვიყიდოო. ერთ საქორწილო კაბაზე ვუთხარი – ეს მომწონს-მეთქი და როგორც მერე გავიგე, ისიც უყიდია. ვინც კოლექციის რეალიზებას უზრუნველყოფდა, ის მოვიდა ჩემთან და მითხრა, იცი, ყველაზე ძვირად ღირებული კაბა აყიდინეო. აქ ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, როდესაც ერთი და იმავე ცნობილ ბრენდთან მუშაობ და ქასთინგები აღარ გჭირდება. თან, სააგენტოში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ოჯახივითაა. გოგონები ხშირად დავდივართ მუზეუმში, კინოში, თეატრში.
– ესე იგი, აღარ ჩამოდიხარ საქართველოში?
– არა, ჯერ ლონდონში წავალ, შემდეგ ისევ პარიზში დავბრუნდები, ახალი წლისთვის ვიქნები საქართველოში. რაც მთავარია, ახალი გეგმები მაქვს. შეიძლება, წავიდე ნიუ-იორკში. ერთ-ერთი სააგენტოდან მაქვს მოწვევა. ყველაფერი გადაწყვეტილია, ლონდონიდან თუ მოვახერხებ ვიზის გაგრძელებას, გავემგზავრები. ძალიან მაინტერესებს, თუმცა პარიზიდან არსად გადავალ, ალბათ, მაქსიმუმ, ერთ თვეს ვიმუშავებ იქ. თან, როდესაც ახალ სააგენტოში მიდიხარ, უცხო ხალხთან, ბევრ სირთულეა. მაგალითად, ლონდონში ძალიან გამიჭირდა მეგობრების გარეშე. თან, ახალი ფოტოები იყო საჭირო. ჩემი ბუქი რომ ნახეს, მითხრეს, ფრანგს დაგამსგავსესო. ბევრი ფოტო ამოიღეს ბუქიდან და ახლებით, თავიანთი გადაღებულით შეავსეს.
– სად ცხოვრობ პარიზში?
– ჩემი სახლი სარკოზის სახლის გვერდითაა, ფანჯრიდან ვუყურებ მის ეზოს. საინტერესო რაღაცეები ხდება. სხვათა შორის, შარლ აზნაურიც გავიცანი და ასევე, სხვა ცნობილი ხალხიც, საქველმოქმედო საღამო იყო, ფულს ვაგროვებდით. „გეი-პარადზეც“ ვიყავი, კარგად გავერთეთ, ბევრი ხალხი იყო, პოლიციაც.

скачать dle 11.3