საზაფხულო ცივი ტოლმა
საჭირო ინგრედიენტები: 15 ცალი ვაზის ფოთოლი, ნახევარი ჩაის ჭიქა უკურკო შავი ზეთისხილი, 1 ჭიქა მოხარშული ოსპი, 1 ცალი მოხარშული სტაფილო, ნახევარი ჩაის ჭიქა მოხარშული ბრინჯი, 1 კონა პიტნა, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ცოტა ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ვაზის ფოთლები გარეცხეთ კარგად და დამდუღრეთ. ფოთლები უნდა იყოს რბილი. დანარჩენი ინგრედიენტები კარგად შეურიეთ ერთმანეთში და შეახვიეთ ვაზის ფოთლებში. ტოლმა მიირთვით ცივი.