კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყვნენ ვიტალი დარასელიას ქორწილში სტუმრები უკმაყოფილო

განსაკუთრებული ნიჭია – ტრიალებდე მოწინააღმდეგეთა შორის და თავს აღწევდე მას. ისე გაიტანო ბურთი წრიდან, რომ ყველა გაოგნდეს. ასეთი იყო ვიტალი დარასელია მოედანზე, რომელიც „დინამოში“ მისვლისთანავე შეიყვარა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა. ის 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში დაიბადა. სწორედ იქ დაიწყო თამაში ადგილობრივ ბავშვთა გუნდში, შემდეგ საქართველოს პირველობაზე წარმატებით იცავდა ოჩამჩირის „ამირანის“ ღირსებას. ერთხელ უთქვამს: „ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, სპორტული ბიოგრაფიის ბოლო დღემდე საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვითამაშოო. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში 192 კალენდარული მატჩი ჩაატარა და 26 ბურთი გაიტანა. საკავშირო ფეხბურთელთა ნაკრების გუნდის შემადგენლობაში 22 მატჩი ითამაშა. ის ხუთჯერ დაასახელეს ჩვენი ქვეყნის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის, 1981 წლის 13 მაისს კი – პირველ ნომრად. ვიტალი დარასელიას ცხოვრებაში რიცხვი 13, როგორც სასიკეთო, ასევე, საბედისწერო აღმოჩნდა. 1975 წლის 13 ნოემბერს დაქორწინდა, 1981 წლის 13 მაისს გამარჯვება მოუტანა „დინამოს“, 1982 წლის 13 დეკემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მდინარეში გადავარდნილი მისი ცხედარი კი, მეცამეტე დღეს იპოვეს. მას მეუღლე და ორი შვილი – ქრისტინე და ვიტალი დარჩა. როგორი იყო ერთი პატარა აფხაზი ბიჭის ცხოვრება მოედანზე და ქორწინებაში, მისი დღიურიდან შეიტყობთ, რომელსაც მისი მეუღლე, მარინა მამალაძე წარმოგიდგენთ.
სიყვარულის ისტორია
ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ბოლო წელს ჩატოვეს და ერთ კლასში აღმოვჩნდით. ერთი-ორჯერ მომხვდა კიდეც მის გამო. მასწავლებლებს უთქვამთ დედაჩემისთვის ჩვენი ურთიერთობის შესახებ. სახლში რომ მივედი, დედაჩემი იატაკს წმენდდა და ჯოხი ფეხებში მომცხო. ჩემს ოთახში ავედი და მთელი დღე ვტიროდი.
მეშვიდე კლასში ვიყავით, როცა მისი ყურადღება ვიგრძენი. სკოლაში ხუთი გოგო ვიყავით ძალიან ახლოს, დავდიოდით სხვადასხვა სპორტზე. ერთ მშვენიერ დღეს სკოლის ეზოში გოგოები კალათბურთს ვთამაშობდით, როცა ვიტალი გამოჩნდა. არ ვიცნობდი. ჩვენთან შემოიჭრა სათამაშოდ და რატომღაც, „პასს“ სულ მე მაძლევდა. თამაშის მერე ყველანი ერთად წამოვედით სკოლიდან. ვიტალიმ გამოგვაცილა. ერთ-ერთი დაქალისთვის უთქვამს, – ეს გოგო დიდი ხანია, მომწონსო. ჩემმა მეგობარმა მეორე დღეს მითხრა, – იცოდე, ძალიან მოსწონხარ და მისგან ცოტა შორს დაიჭირე თავიო. ხულიგანი იყო, მაგრამ ახლოს რომ გავიცანი, კეთილი და კარგი ხასიათის ადამიანი აღმოჩნდა. ერთი ნახვით ნამდვილად არ შემყვარებია. მერე ვიგრძენი, რომ ჩემში რაღაც მოხდა. სამი წელი ვიყავით ერთად, ვმეგობრობდით. თბილისში რომ გადმოიყვანეს, მეათე კლასში იყო. ასეთი გეგმა გვქონდა: მე უნდა გამეგრძელებინა სწავლა რუსეთში. ჩაბარების შემდეგ კი დავქორწინდებოდით. მაგრამ, ასე არ მოხდა. ერთხელ, მამაჩემთან ერთად თბილისში ჩამოვედი. ჩემი ნათლია ვიტალის ფანი იყო. ჩვენი ამბავი რომ გაიგო, კინაღამ გაგიჟდა, – ახლავე დავრეკავ ვიტალისთან და ვეტყვი, რომ აქ ხარო. მერე თვითონ დავურეკე ბაზაზე და ვუთხარი, რომ ჩამოსული ვიყავი. ჩემთან, სახლში მოდიო, – მთხოვა. თბილისს არ ვიცნობდი და ნათლიაჩემი გამომყვა. ერთოთახიანი ბინა ჰქონდა ბაზასთან ახლოს. იქ შევიმუშავეთ გაპარვის გეგმა. უკან დაბრუნებისას, მე და მამაჩემი მატარებელში რომ ჩავსხდებოდით, უნდა გამოვპარულიყავი. ნათლიაჩემს შეეშინდა, – ჩემი სახლიდან რომ გაგიშვა, მამაშენი მომკლავსო. ვიტალისთან ერთი კარგი ბიჭი თამაშობდა – ვოვა ძებისაშვილი და მასთან გორში უნდა დავრჩენილიყავით. გორიც არ ვიცოდი, სად იყო. ვიტალიმ ამიხსნა, სად უნდა ჩამოვსულიყავი. 13 ნოემბერი იყო, საშინლად ციოდა. პალტო კუპეში დავტოვე, რომ მამაჩემს რამე არ ეფიქრა, მხოლოდ პასპორტი ავიღე. ლოგინი გავშალე და ვუთხარი: შენ დაწექი და მე მალე მოვალ-მეთქი. მატარებლიდან ჩამოვედი. მანქანა უკვე მელოდებოდა. მამაჩემს ჩასძინებია. რომ ამდგარა, აქეთ-იქით სირბილი დაუწყია. ხაშურში ნახევარი საათი გააჩერებინა მატარებელი. სადგურის მილიციის უფროსთან მისულა და უთქვამს: ჩემი გოგო გაიპარა, ასეთმა და ასეთმა კაცმა წაიყვანაო. ის კაცი კინაღამ გაგიჟებულა – სამი ქალიშვილი მყავს სახლში და სამივე რომ წაიყვანოს, უარს როგორ ვეტყვიო. რომ მივდიოდი, პატარებლის გამცილებელს წერილი დავუტოვე. იმ კაცს შეშინებია, ასეთი სახით რომ დაუნახავს მამაჩემი და კუპედან რომ გამოსულა, ბარათი მაგიდაზე დაუდევს. ამ წერილით მივიდა მამაჩემი მილიციის უფროსთან. რაღა უნდა ექნა?! ჩაჯდა მატარებელში და ოჩამჩირეში წავიდა. თურმე, მთელი გზა ტიროდა. ერთი თვე სახლიდან არ გადიოდა, რცხვენოდა. ქორწილი იანვარში გვქონდა. დაძაბული სიტუაცია იყო. ბიჭები „ზბორებზე“ იყვნენ ლესელიძეში. თამაშისთვის ემზადებოდნენ. ბოლოს ახალკაცმა გამოუშვა ვიტალი. მისი მეჯვარე თემურ ესებუა იყო. ქორწილი ქართული წესით მოვინდომეთ. ვიტალის აფხაზი ნათესაობა ჰყავს და ცხადია, აფხაზურად უნდოდათ. ჩვენი წესით, პატარძალი სეფაში არ შედის. ოთახის ერთ კუთხეში პატარძალი დგას, მეორე კუთხეში – სიძე. სტუმრები რომ მოდიან, ჯერ პატარძალს ულოცავენ, მერე სიძეს. ერთად რომ დავსხედით, ამაზე სულ გაგიჟდნენ. ვიტალიმ ვერ მოითმინა და იჩხუბა. რომ დათვრნენ, სულ დალეწეს იქაურობა. შეგვეძინა ქალიშვილი, ერთ წელიწადში კი – ვაჟი. ვიტალი რომ დაიბადა, ამ დროს იტალიაში ჩვენი გუნდი „ნაპოლს“ ხვდებოდა. ვინც იტალიის ნაკრების კარში გოლს გაიტანდა, ბავშვისთვის მისი სახელი უნდა დაგვერქმია და თვითონ ვიტალიმ გაიტანა. თურმე, გაბელია ყვიროდა, ბედი არ მაქვსო...
როგორ დაიღუპა
ვიტალი დარასელია
მე რომ ჩავდიოდი ხოლმე ჩემებთან, ოჩამჩირეში, ჩვეულებრივად მხვდებოდნენ. ვიტალი რომ ჩადიოდა, ერთი ფოიერვერკებს არ უწყობდნენ, თორემ დანარჩენი ყველაფერი იყო სახლში. იმ დღესაც, როცა ვიტალი დაიღუპა, ჩვენები ელოდებოდნენ, პურმარილი ჰქონდათ გაშლილი ორმოცდაათ კაცზე. მე თბილისში, სახლში ვიყავი. ჩემებმა უკვე იცოდნენ. მეგონა, უკვე წულუკიძეში იყო და იქიდან დამირეკავდა. ძმასთან მიდიოდა ციხეში. წინა დღეს დედამისმა დაურეკა – შენს ძმას კიდევ რაღაც დაუშავებია და წლები რომ არ დაუმატონ, ჩადი, მიხედეო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ იმ დღეს წასვლა არ უნდოდა. ალბათ, გული ცუდს უგრძნობდა. თავის მეგობართან, ტარიელთან ერთად წავიდა. ვიღაც მამაკაცმა დამირეკა – ქალაქში ხმა დადის, ვიტალი დარასელია ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა, მართალია თუ ტყუილიო. ყურადღება არ მივაქციე, რადგან ასე ბევრჯერ დაურეკავთ, ხან რა უთქვამთ და ხან – რა. საღამოს ჩემები რომ მომადგნენ სახლში, გადავირიე. შეშლილი სახეები ჰქონდათ. ასეთი და ასეთი ამბავია, მაგრამ არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარი, ვერ იპოვესო. ვიტალი არსად წამსვლელი არ იყო ასეთ დროს, მით უმეტეს, ძმაკაცს არ მიატოვებდა. თვითონ ძალიან ცუდადაც რომ ყოფილიყო, მაინც ტარიელს გადაარჩენდა. ტარიელი კარგად ატარებდა მანქანას, მაგრამ ეტყობა, ესეც ბედი იყო. მანქანა გაუფუჭდა და ვიტალი თავის მანქანით წავიდა. არ იცოდა კარგად ტარება. ღამე დაჯდებოდა ხოლმე საჭესთან და ქალაქში დადიოდა.
ბედნიერი ოჯახი
ვიტალის უმცროსი და-ძმა ჰყავდა. თერთმეტი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. როგორც ამბობდნენ, მამამისი მაღალი, გამხდარი, ცისფერთვალება კაცი ყოფილა. ხელები არ ჰქონია – ნაღმი აფეთქებულა და დაუკარგავს. და გათხოვილია და რუსეთში ცხოვრობს. მისი ძმა და დედა ოჩამჩირეში ცხოვრობენ. ვიტალი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, სულ იცინოდა, წარბშეკრული არ მინახავს. „დინამომ“ ერთი დიდი ოთახი გამოუყო დიღომში, რომელიც ახლა კინოსტუდიის კუთვნილებაა. რომ შეიძლებოდეს იქ დაბრუნება, დაუფიქრებლად დავბრუნდებოდი, რადგან იმ ბინასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, ერთად გატარებული შვიდი ბედნიერი წელი. უპრეტენზიო ადამიანი იყო. შემიძლია, შვილები დავიფიცო, არასდროს გვიჩხუბია. ერთხელ ორი მეზობელი გოგო იყო შემოსული ჩვენთან და ისე, საუბარში მკითხეს, – ქმარი არ გეჩხუბება ხოლმეო. არა, რაზე უნდა მეჩხუბოს-მეთქი. ამ დროს ვიტალიც მოვიდა ვარჯიშიდან. ცივი წყალი მომიტანეო, – მითხრა. გავედი სამზარეულოში, მოვუშვი, რომ კარგად ჩაციებული მიმეტანა. ამ დროს ოთახიდან მესმის ვიტალის გინება, სად ხარ ამდენ ხანს, შენი... კინაღამ გავგიჟდი. მეწყინა, ლამის ცრემლებმა დამახრჩო. არასდროს შეუგინებია ჩემთვის და ამ დროს მეზობლების თანდასწრებით მაგინებს. სამზარეულოდან არ გამოვსულვარ, ადგილზე გავშეშდი. ცოტა ხანში სიცილი შემომესმა, – ვიხუმრეთ, ჩვენ ვუთხარით, ასე ეთქვა შენთვისო. მე კიდევ ვიჯექი სამზარეულოში და ვტიროდი. პრობლემა სულ სხვა ქალების გამო გვქონდა. ქალები სასწაულად უყვარდა, თან, იმდენი ჰყავდა და ისეთ რაღაცეებს მიწყობდნენ სახლში, მაგიჟებდნენ. რამდენჯერმე სასწრაფო დახმარებას და სახანძროს გამოუძახეს. ვიტალის ერთგულებაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. ვიცოდი, რომ მხოლოდ მე ვუყვარდი. ყველა გოგო ცდილობს, ბიჭთან რაღაც გააბას, მით უმეტეს, ისეთ ბიჭთან, როგორიც ვიტალი იყო. ყოველ შემთხვევაში ვიცოდი, ვიღაცასთან რაღაც თუ  ექნებოდა, ეს წუთიერი გატაცება იყო და მეტი არაფერი. დღე და ღამე რეკავდნენ. ვიტალი კი მეუბნებოდა, ერთი შეაგინე და დაუკიდე ყურმილიო. მეც ასე ვიქცეოდი. სადმე რომ მიემგზავრებოდა და ჩამოვიდოდა, მაშინვე მიყვებოდა ყველაფერს, არაფერს მიმალავდა. თან, საჩუქრები ჩამოჰქონდა. შვიდი წლის განმავლობაში აქ არაფერი მიყიდია. წინდიდან დაწყებული, ქალის თეთრეულით დამთავრებული, ყველაფერი ჩამოჰქონდა. ძალიან კეთილი, ყურადღებიანი იყო. ჯიბეში უკანასკნელი მანეთი რომ ჰქონოდა და ვინმეს ეთხოვა, იმასაც მისცემდა. ასე ვცხოვრობდით. ვიტალი რომ გარდაიცვალა, დედაჩემმა და მამაჩემმა მთლიანად თავიანთ თავზე აიღეს ჩემს ოჯახზე ზრუნვა. მე არაფერი გამაჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვებს დაუნიშნეს პენსია – 120 მანეთი. ეს კარგი ფული იყო, მაგრამ არ მინდოდა, ხელი მომეკიდა, სალაროში ერიცხებოდათ. ბოლოს ის ფული დაიკარგა. მერე ვინანე, ნეტავ, გამომეყენებინა-მეთქი. ვიტალის ძალიან უყვარდა მუსიკა. უცხოეთიდან დისკები ჩამოჰქონდა, უზარმაზარი კოლექცია ჰქონდა. მერე გაგვქურდეს. ვიდეო რომ შემოვიდა, სახლში კინოთეატრი გვქონდა მოწყობილი. სახლში ვერ შევდიოდი, იმდენი  ხალხი გროვდებოდა. როცა გავთხოვდი, საოჯახო საქმეების არაფერი გამეგებოდა. ისიც კი არ ვიცოდი, თეთრისა და ფერადის გარეცხვა ერთად რომ არ შეიძლება. მთელი ცხრა თვე, რაც ქრისტინეზე ფეხმძიმედ ვიყავი, იმდენი სოსისი მაქვს მოხარშული და ნაჭამი, რომ მას შემდეგ თითქმის ოცდაათი წელი გავიდა და სოსისი აღარ მიჭამია. მერე, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვისწავლე. სადილს რომ გავაკეთებდი, ბიჭებს დაუძახებდა, ნახეთ, მარინამ რა გემრიელი საჭმელი მოამზადაო. მთელი ბაზა ჩვენთან იჯდა სახლში. თვითონაც არაჩვეულებრივად ამზადებდა. პირველად რომ მოისმინა სიმღერა „ჩემო პატარა გოგონა“, მითხრა, აწი, ეს სიმღერა შენიაო. სიტყვებიც ისწავლა და მიმღეროდა, მაშინ როდესაც ერთი სიტყვაც კი არ იცოდა ქართულად. ვიჯექით და ერთად ვსწავლობდით ქართულს. მერე ისე ისწავლა, რომ შეეძლო, ინტერვიუ ქართულად მიეცა.

скачать dle 11.3