კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ყველასთვის ცნობილია ბერმუდის სამკუთხედი – სარგასის ზღვაში, ბევრმა იცის ოქროს სამკუთხედი – ნარკოტიკების წარმოების მსოფლიო ცენტრი – ბირმის, ტაილანდისა და ლაოსის საზღვარზე. არსებობს შავი სამკუთხედი – ინდუსტრიული წარმოებისგან ყველაზე დაბინძურებული ადგილი მსოფლიოში – აღმოსავლეთ გერმანიის, სილეზიისა და ბოგემიის საზღვარზე.
* ლა-მანში ფრანგული სიტყვაა და სახელოს ნიშნავს.
* ევროპაში პირველი აეროდინამიკური ლაბორატორია გუსტავ ეიფელმა დააარსა. თუმცა, მას ხიდებისა და სხვა ნაგებობების გამოსაცდელად იყენებდნენ და სულაც არ იყო თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი.
* იტალიური მარმარილოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სახეობას „ჩიპოლინოს“, ანუ ხახვს ეძახიან. მარმარილოს გაჭრისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს უამრავი რამდენიმესანტიმეტრიანი ბურთულებია დაპრესილი, თავად ბურთულები კი თეთრი და მწვანე ფენებისგან შემდგარ ხახვს მოგაგონებთ.
* ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული განცხადება 1980 წელს იოკო ონომ გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველა დიდ გაზეთში, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის გარდა. განცხადებას მთელი გვერდი ეკავა, სადაც ის მადლობას უხდიდა ყველას, ვინც ლენონის გარდაცვალების შემდეგ წერილი გაუგზავნა და სთხოვდა, აღარავის გაეგზავნა მისთვის წერილი.
* ცნობილი რეჟისორი, ალბერტ ჰიჩკოკი სისხლის ზუსტი და ეფექტური ფერის მისაღებად შოკოლადის სიროფს იყენებდა.

скачать dle 11.3