კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები



ლაროშფუკო: როგორც ჩანს, ადამიანებისთვის საკმარისი არ არის მათი ურიცხვი ნაკლი; ამიტომაც ამრავლებენ მათ ათასგვარი უცნაურობით და, ასე განსაჯეთ, კიდევაც ამაყობენ ამით. უცნაური თვისებები, რომლებსაც ასე გულმოდგინედ ისისხლხორცებენ, ბოლოს და ბოლოს, სხვადასხვა ბუნებრივ ნაკლად იქცევა, რომელთაგანაც თავის დაღწევა მათ ნებაზე როდია დამოკიდებული.
ბალზაკი: სულმოკლე ადამიანები თავის გრძნობებს – კარგსაც და ცუდსაც, წვრილმანი საქციელით იკმაყოფილებენ.
ნაპოლეონი: ომი მოიგო არა იმან, ვინც კარგი რჩევა გასცა, არამედ იმან, ვინც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, და მისი შესრულება ბრძანა.
რონი: ნუ ისწრაფით იქით, სადაც ადვილია – ისწრაფეთ იქით, სადაც უკეთესია. ნუ ისწრაფით, არ შეამჩნიოთ პრობლემა – ისწრაფეთ თქვენი ცოდნის ასამაღლებლად. ნუ ისწრაფით გაექცეთ ბრძოლას – ისწრაფეთ, ყველა ძალა იხმაროთ.
გერცენი: ყოველი ახალი თაობა ამსხვრევს ძველი თაობის მსოფლმხედველობას; რაც უწინ ურყევად გვეჩვენებოდა, ის დღეს ინგრევა; აბსოლუტური, მარადიული ჭეშმარიტებანი მხოლოდ არაისტორიული ხალხებისთვის არსებობენ.
როხასი: ჭეშმარიტი ღონე და ძლიერება ისაა, რომ ადამიანებს მოვუტანოთ სარგებლობა და არა ზიანი. მთავარი ადამიანში კი – კეთილი განზრახვებია.
ვოვენარგი: ფლობდე საუბრის ხელოვნებას – არც ერთ სხვა საქმიანობას არ სჭირდება იმდენი კეთილგონიერება, რამდენიც საუბარს, თუმცა, ამაზე ჩვეულებრივი და ყოველდღიური არაფერია. აქ შეიძლება ბევრი დაკარგო ან ბევრი მოიპოვო.
ნიცშე: თუ ვერ შეძელით დიდი საქმეების გაკეთება, განა ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ არ ვარგოდით? თუ თქვენ არ ვარგიხართ, განა ნიშნავს იმას, რომ არ ვარგა თვით ადამიანი? და თუ არ ვარგა ადამიანი – რა ვუყოთ, მაინც წინ!
დელაკრუა: მუდმივად და მკაცრად შესრულებული რომელიმე საქმე, აწესრიგებს დანარჩენ ყველაფერს ცხოვრებაში და ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს.
პასკალი: სახელის მოხვეჭისთვის – ყოველგვარი სიმწრის, ყოველგვარი შეცდომისა და სხვა მისთანათა მიუხედავად, სიამაყე ისე ღრმად გვაქვს ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ უყოყმანოდ გავწირავთ ყველაფერს, თვით სიცოცხლესაც, ოღონდ მოყვასთა ყურადღება მივიპყროთ.
ლაო ძი: მე ვფლობ სამ საგანძურს, თვალის ჩინივით ვუფრთხილდები მათ. პირველს ჰქვია – სიყვარული, მეორეს – ზომიერება, მესამეს – მორჩილება. მორჩილება, ანუ ის, რისი წყალობითაც სიმშვიდე მეუფლება.
ბეკონი: ცოდნას უნდა დაეწაფო არა პაექრობის, არა სხვათა დამცირებისა და დაჩაგვრის, არა მოგების, დიდების, ძალაუფლების ან სხვა რამ მიზნისთვის, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრებაში ხალხს სარგებლობა მოუტანო.
ზოლა: თუ სიკეთეს დაფარავთ და მიწაში ჩამარხავთ, უსათუოდ გაიზრდება და ერთხელაც იქნება, ისეთ ძალას მოიპოვებს, თავის გზაზე ყოველივე ბოროტს წალეკავს.
ჯონსონი: თუ გინდა, რომ ადამიანი გიყვარდეს, შეიყვარე განსჯით და არა გულით.
საადი: სიცრუე მძიმე დარტყმას ჰგავს – თუ ჭრილობა მორჩება, ნაჭრილობევი მაინც დარჩება.
ჰორაციუსი: სიცილი სერიოზულის ერთადერთი გამოცდაა და სერიოზულობა – სასაცილოსი. საეჭვოა ის საგანი, რომელიც დაცინვას ვერ იტანს და ცრუა ის ხუმრობა, რომელიც სერიოზულ გამოცდას ვერ უძლებს.
მოპასანი: ძალიან ცუდია, როდესაც ქალსა და მამაკაცს სიყვარულის გარდა, არაფერი საერთო არ გააჩნიათ.

скачать dle 11.3