დამწყები დიზაინერის კიდევ ერთი ჩვენება
28 ივნისს კლუბ „რედიში“ მედეა ჩახავას სახელობის თეატრალური აკადემიის სტუდენტების საკოლექციო ჩვენება გაიმართა, რომელშიც 13 დამწყები დიზაინერი მონაწილეობდა. ერთ-ერთი იყო ლიდუკა ამბოკაძე, რომელიც მეორე კურსის სტუდენტია. როგორც თავად დამწყებმა დიზაინერმა განაცხადა – მისი 13-ვე კოსტიუმი თანამედროვე – „პაპსა“ და კლასიკურ სტილში იყო გაკეთებული. მისი ყვითელი კაბით კი ერთ-ერთი, უკვე გამოცდილი დიზაინერი დაინტერესდა და დამწყებ დიზაინერს მომავალში ასისტენტობაც შესთავაზა. ჩვენებას დაახლოებით 300 კაცი ესწრებოდა, მათ შორის იყო ჯაბა კილაძე, ბაჩო ქაჯაია... ჩვენება ფოიერვერკითა და ტორტის გაჭრით დამთავრდა. მონაწილეებმა და ცნობილმა სტუმრებმა კი „ავთერ ფართიზე“ გადაინაცვლეს, რომელიც მუსიკალურად ნიკუშა გოგიჩაიშვილმა და დიჯეი სანიმ გააფორმეს.