კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის პირველი საერთაშორისო ტურნირი ბოულინგში


ბოულინგი, როგორც სასიამოვნო თავშესაქცევი, სპორტული  კუთხითაც აქტიურად ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ახლახან ჩამოყალიბებული საქართველოს სპორტული ბოულინგის ფედერაცია მიზნად ისახავს სპორტის ამ სახეობის მასობრივ განვითარებას და პირველი ნაბიჯიც სწორედ ფედერაციის ეგიდით  ორგანიზებული, თბილისის საერთაშორისო ტურნირი იყო, რომელიც 25-26 ივნისს წყნეთის გასართობ კომპლექს „კოპალაში” გაიმართა. ქართველთა მხრიდან ტურნირში მონაწილეები ბოულინგცენტრალში ჩატარებული საკვალიფიკაციო ტურის შედეგად შეირჩნენ. დაძაბულ ნახევარფინალურ ასპარეზობაში  აზერბაიჯანის, ლიტვის, უკრაინის  ორ-ორმა წარმომადგენელმა საკმაოდ სანახაობრივი თამაში აჩვენეს. კომპანია „აქსისის” მიერ  დაწესებული საპრიზო თანხა – 3 000 დოლარი გადანაწილდა გამარჯვებულზე. საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა ირაკლი წულაძემ. გამარჯვება წილად ხვდა ლიტველ ჟილვინას პელმინასს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების არაერთგზის ჩემპიონს. პირველი, მეორე ადგილები აზერბაიჯანის ნაკრების წევრებმა – ელჰან ფეიზულაევმა და რამილ ჰამიდოვმა გაიყვეს. შთამბეჭდავი იყო აზერბაიჯანის ფედერაციის წარმომადგენლობითი დელეგაციის კეთილი ნება – ვიცე-პრეზიდენტის, ელჰან ფეიზულაევის ჟესტი, რომელმაც მოგებული თანხა საქართველოს ფედერაციის განვითარების ფონდს გადასცა. საქართველოს სპორტული ბოულინგის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მაკო ჯაოშვილის განცხადებით, მართალია, ქართველმა ბოულერებმა ფინალამდე ვერ მიაღწიეს, მაგრამ ეს არის ფედერაციისა და ზოგადად, ქართული ბოულინგის დიდი გამარჯვება. უკვე დაისახა ტურნირის ჩატარების გეგმა. ტურნირის  მონაწილეები აღფრთოვანებული დარჩნენ გულთბილი დახვედრითა და კარგად ორგანიზებული ღონისძიებით: ეს ტურნირი არათუ თბილისის, არამედ კავკასიის რეგიონშიც პირველია.

скачать dle 11.3