ლაკო ბუკიას “ივენთი„ წყნეთში, აგარაკზე გათამაშებული კაბა მისი კოლექციიდან და ცნობილი სტუმრები აუზში
ნიჭიერი დიზაინერი ლაკო ბუკია შემოდგომაზე თბილისში საკუთარ სტუდიას ხსნის. მანამდე კი, ამ ფაქტის აღსანიშნავად, 29 ივლისს, წყნეთში, საკუთარ აგარაკზე, „ივენთი“ მოაწყო. ლაკოს ძალიან ლამაზი საღამოს ორგანიზებაში ივენთკომპანია „ივენთლოჯი“ დაეხმარა. სტუმრებს შორის ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო: ავთანდილი, სალომე ღვინიაშვილი, ცქიტიშვილების მთელი ოჯახი, ჯიჯი რეჯინი, ბიჭოლა, გვანცა ჯანაშია, ატელიე „ინფორმალი“, კრისტი ყიფშიძე, ნათია მაქაცარია, მარიტა ჯანაშია. სტუმრებს აგარაკზე საოცრად ლამაზი გარემო დახვდათ – მაგიდები, ეზო 200 თეთრი ვარდით იყო გაფორმებული. აუზში კი ბუშტები ეყარა და თეთრი ვარდებისგან გაკეთებული გულები დაცურავდა. საღამოს მუსიკალურად ჯაზ-ბენდი აფორმებდა. გარდა ალა-ფურშეტისა, სტუმრებმა სხვადასხვა სახალისო გათამაშებაშიც მიიღეს მონაწილეობა. გათამაშდა „ვულე-ვუს“ საჩუქრები და კიდევ ლურჯი კაბა ლაკო ბუკიას კოლექციიდან, რომლის მფლობელიც სალომე ღვინიაშვილი გახდა (სწორედ ეს კაბა ეცვა სალომეს ლონდონის „ფეშენ ვიქზე“). საღამო დამთავრდა ლაკო ბუკიას ლოგოიანი ტორტის გაჭრით, ფოიერვერკითა და სტუმრების აუზში ჩახტომით.