კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


მაცაბერიძე
გვარის ფუძეა რთულად შედგენილი საკუთარი სახელი მაცაბერი. ასევე, გვხვდება საკუთარი სახელი მაცი. ამ სახელისგან ნაწარმოები გვარებია: მაციშვილი, მაცაკიძე, მაციაშვილი, მაცუკიშვილი.
„ძლიერ ძველად ჩანან მაცაბერიძე, მაციშვილი და მისთანანი, რომელშიც მაც ძირია საგულვებელი.”
ჭონიხიტების საგვარეულოს წარმომადგენლებს ჰქონიათ დიდი მეჯინიბეთუხუცესის წოდება. ამავე თანამდებობის პირი ყოფილა იმავე დროს მაცეპას ოლქის ჯარის უფროსი.
1941 წელს მაცაბერიძეები ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარიდან ასურეთში გადასულან საცხოვრებლად და იქ დაფუძნებულან.
საქართველოში 797 მაცაბერიძე ცხოვრობს: თბილისში – 352, ამბროლაურში – 77, ზესტაფონში – 60. არიან სხვაგანაც.
მურუსიძე
გვარის ფუძეა სიტყვა მურუსი. მუ იგივეა, რაც სვანური თავსართი მგ, რომელიც სადაურობის აღმნიშვნელია. სიტყვა „მურუსი“ ნიშნავს „რუსს“. მურუსიძე მნიშვნელობით იგივეა, რაც რუსიშვილი.
1941 წელს მურუსიძეები ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვიდან ასურეთში გადასულან საცხოვრებლად.
საქართველოში 895 მურუსიძე ცხოვრობს: თბილისში – 233, ამბროლაურში – 197, ქუთაისში – 154. არიან სხვაგანაც.
ჯანიაშვილი – ჯანია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანიკო. ჯანოს მოფერებითი ფორმებია ჯანა, ჯანია.
1569 წელს ყმების შეწირულობის წიგნში, რომელიც კახთა მეფეს, ლეონ მეორეს, მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიისთვის მიუცია, მოიხსენიება ჯანა ღანუკელი.
1601 წელს, ყმების შეწირულობის წიგნში, რომელიც ალექსანდრე მეფეს მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიისთვის მიეცა, მოიხსენიება ჯანა ჯამიათელი.
ელიზბარ ჯანიაშვილი 1695 წელს მეჯვრისხევში მოიხსენიება ბატონყმობის წიგნში.
1843 წლის აღწერით, სოფელ წვერში ცხოვრობდა გლახა ჯანიაშვილი.
ასევე, გვაქვს მეგრული გვარი ჯანია.
საქართველოში 2 610 ჯანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 739, სიღნაღში – 512, გურჯაანში – 175. არიან სხვაგანაც.
25 ჯანია: ზუგდიდში – 20, თბილისში – 3, ქუთაისში – 2.
გრიგოლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გრიგოლი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად „მღვიძარს“ ნიშნავს.
1721 წელს მუხათში მოიხსენიება პაპუნა გრიგოლაშვილი.
საქართველოში 703 გრიგოლაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 183, თბილისში – 177, წყალტუბოში – 81. არიან სხვაგანაც.
ებრალიძე – გლახაშვილი
ადრე ებრალიძეები გლახაშვილები ყოფილან.
გვარი გლახაშვილი ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან გლახა.
საკუთარი სახელი გლახა მოიხსენიება თეიმურაზ მეორის განჩინების წიგნში, 1753 წელს.
გლახო ებრალიძე 1823 წელს, სოფელ ერტისის აღწერაში, გედევანიშვილების გლეხად მოიხსენიება.
საქართველოში 1 539 ებრალიძე ცხოვრობს: ლანჩხუთში – 474, თბილისში – 445, შუახევში – 143. არიან სხვაგანაც.
დარბიაშვილი
გვარის ფუძე მიღებულია, სავარაუდოდ, ზმნიდან სირბილი.
დარბიაშვილი მოიხსენიება ენაგეთის ახალშენში 1713 წლის გაყრილობის წიგნში, რომელიც კათოლიკოს დომენტის ამილბარ და ახუა მაღალაძეებისთვის მიუცია.
საქართველოში 102 დარბიაშვილი ცხოვრობს: კასპში – 77, თბილისში – 20, ქუთაისში – 5. არიან სხვაგანაც.
ებალაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ებალა.
ასევე, გვხვდება მეტსახელი ებალა.
1721 წელს ციციშვილის ყმის, ებალაშვილის სახელი მოიხსენიება სამღერეთში.
საქართველოში 96 ებალაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 75, თელავში – 15, თბილისში – 6.
ლოლაშვილი – ლოლიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლოლა, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად „იასამანს“ ნიშნავს.
თიანეთში მცხოვრებ ღვინია ლოლისშვილს 1829 წელს შეეძინა ქალი, რომელიც მონათლა მღვდელმა აბრამ თეთრაძემ და სახელად უწოდა ქეთევან.
ლოლაშვილები სოფელ ასურეთში 1941 წლიდან ცხოვრობენ.
ამავე ძირისაა გვარები: ლოლაძე, ლოლიაშვილი, ლოლუა.
საქართველოში 480 ლოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 243, სიღნაღში – 120, დედოფლისწყაროში – 32. არიან სხვაგანაც.
246 ლოლიშვილი: თბილისში – 132, გორში – 51, რუსთავში – 24. არიან სხვაგანაც.
მეკოკაშვილი
გვარის ფუძეა ხელობის აღმნიშვნელი სიტყვა მეკოკე, რაც კოკების მკეთებელს, ხელოსანს ნიშნავს.
მსგავსად წარმოშობილი გვარებია მენამდე, მესაბლიშვილი, მექვაბიშვილი და ასე შემდეგ.
საქართველოში 693 მეკოკაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 324, თბილისში – 248, გურჯაანში – 75. არიან სხვაგანაც.
კვიციაშვილი – კვიცაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კვიცა.
ამავე ძირისაა გვარები: კვიციშვილი, კვიციაშვილი, კვიციანი.
სოფელ კოდაში მცხოვრები დღევანდელი კვიცაძეები 1873 წლის აღწერით კვიციშვილები იყვნენ.
კვიციაშვილი გიორგი და მისი შვილები არაგვის საერისთავოში დუშეთის რაიონის სოფელ ეთვალიდან გადმოსულან.
საქართველოში 56 კვიცაძე ცხოვრობს: თბილისში – 26, თეთრი წყაროში – 20, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.
კუჭიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კუჭა, კუჭია.
მეტსახელი კუჭია შემონახულია ფოლადის გვარის სახინჯარში.
გვხვდება ტოპონიმები: კუჭიანი – ქიზიყში, კუჭია კი – ზესტაფონის რაიონში.
კუჭიაშვილები იყვნენ მებატონეებიც და ყმა-გლეხებიც.
საქართველოში 78 კუჭიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 36, მცხეთაში – 36, კასპში – 6.
ლალიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლალია.
ამავე ძირისაა გვარები: ლალაშვილი, ლალებაშვილი, ლალუაშვილი, ლაიშვილი.
ივანე და სოლომონ ლალიაშვილები  1873 წლის აღწერით მოიხსენიებიან დიდ თიანეთში.
კოდაში მცხოვრებ ლალიაშვილებს ლალიანთას უძახიან.
საქართველოში 1 552 ლალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 625, დუშეთში – 189, გარდაბანში – 159. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3