კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ სჭირდება აკრძალვები საყვარელი ადამიანისგან სალომე ქათამაძეს და როგორ ემზადება ის 25 ქვეყნის უძლიერეს კონკურენტებთან საბრძოლველად


სექტემბერში, ზღვისპირა, ულამაზეს ქალაქ, ბათუმში, წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა – საქართველოში პოპ-მუსიკის შემსრულებელთა პირველი საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალი-კონკურსი „გოლდენ ტალანტ 2011-ბათუმი” გაიმართება და მსოფლიოს 25 ქვეყნის საუკეთესო პოპულარულ მომღერალს შორის შედგება შეჯიბრება. სხვათა შორის, ამ კონკურსის გამარჯვებულისთვის საკმაოდ სოლიდური ფულადი პრიზებია დაწესებული. ჩვენს, ეროვნულ შესარჩევ კონკურსში საუკეთესო მომღერლად, 20 წლის  სალომე ქათამაძე დასახელდა. ეს ის სალომეა, რომელმაც 2007 წელს ვერ შეძლო „ჯეოსტარის” ჟიურის გულის მოგება და ხალხის მხარდაჭერაც ვერ მოიპოვა. შარშან კი, ის როგორც ნანუკა ჟორჟოლიანის აღმოჩენა, მონაწილეობდა „ნანუკას შოუში”, რომელიც ბათუმში  ჩაიწერა.  დღეს სალომე აქტიურად ემზადება კონკურსისთვის და ამბობს, რომ მასში გამარჯვება მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. თუ რა გეგმები აქვს მას, როგორ აპირებს ჟიურის მოხიბვლას და რამდენი კილოგრამის დაკლება აქვს გადაწყვეტილი, ამ თემებთან დაკავშირებით თავად მოგიყვებათ.
სალომე ქათამაძე: ბავშვობიდან ვმღერი, უამრავ კონცერტსა და კონკურში მაქვს მიღებული მონაწილეობა. სხვათა შორის, კიევში, საერთაშორისო კონკურსში, რომელიც 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ტარდებოდა, გრან-პრი  ავიღე. მანამდე, კი 15 წლის ასაკში მოგებული მქონდა კონკურსი „მსოფლიოს ოქროს ხმა”.
– სალომე, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოში არ ჩანდი აქტიურად და ხალხიც არ გიცნობს, როგორც მომღერალს. არ მეთანხმები?
– გეთანხმებით, ბევრმა არც კი იცის, ვინ არის სალომე ქათამაძე. ზოგი „ჯეოსტარი-2007”-ის კონკურსიდან მცნობს, ზოგიც – „ნანუკას შოუდან”. გაგიმხელთ და, როდესაც „ჯეოსტარის” მეორე ტურიდან მომიწია გამოსვლა, ვთქვი, კონკურსებში მონაწილეობას აღარ მივიღებ-მეთქი და რომ არა, რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე, ასევე სხვა მეგობრებიც, ამ კონკურსშიც არ მივიღებდი მონაწილეობას. მაკამ თავად შემირჩია რეპერტუარი. ერთად ვიყავით „სითი-ქლაბში”, ვერთობოდით, ვმღეროდით და მაშინ მითხრა მაკამ, კონკურსი ტარდება და თუ შესარჩევი ტური დასრულებული არ არის, გეხვეწები, გადი და სცადე ბედიო. მთხოვა და დავთანხმდი. ტურები რომ წარმატებით გავიარე, მერე მივხვდი, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა.
– საქართველოს წარმომადგენელთა შესარჩევ კონკურსში შენ გარდა არაერთი ყოფილი „ჯეოსტარელი” იღებდა მონაწილეობას. მათი კონკურენციის არ გეშინოდა?
– მართალია, ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა, მაგრამ ყველანი ჩემი მეგობრები არიან და ამიტომ, ვერც კი აღვიქვამდი კონკურენტებად. მაგალითად, ანი კეკუას, ელენე ფოჩხუას, თიკა მახალდიანს, აჩიკო ნიჟარაძეს, ლევან ჯიბლაძეს, მარიამ ხუცურაულს, მიშა სულუხიას და სხვებს, რომ გულშემატკივრობ და მეგობრებად მიგაჩნია, რასაკვირველია, მათი წარუმატებლობა არ გაგიხარდება, მაგრამ საკუთარი წარმატება არ გამიხარდა-მეთქი რომ გითხრათ, ხომ მოგატყუებთ?! (იცინის) ფინალში გასვლა მართლაც სასიამოვნო მომენტია და თუ იმედი არ გაქვს, მაშინ არც უნდა მიიღო მონაწილეობა კონკურსში. თუმცა, ჩემი მეგობარი მომღერლების შემხედვარე, ნაკლებად განვიცდიდი და ვნერვიულობდი მოგებისთვის. ამ კონკურსში 25 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის ბათუმში და მათ შორის მომიწევს გამოსვლა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მეც აქტიურად ვემზადები.
– სალომე, ამბობენ, შეყვარებული ადამიანი უფრო განცდით, გულით და მეტი მონდომებით მღერისო. შენ თუ ხარ შეყვარებული და თუ გაძლევს ეს სტიმულს სცენაზე?
– შეყვარებული ვარ, მაგრამ მის ვინაობას არ გაგიმხელთ (იცინის). იმაში კი დაგეთანხმებით, რომ შეყვარებული უფრო კარგად მღერი, განცდებს აქსოვ გამოსვლაში და ამით უდიდესი სტიმული  გეძლევა. სცენაზე რომ ვდგავარ, სულ მასზე ვფიქრობ და უფრო მეტი დადებითი ემოცია იდება სიმღერაშიც. სხვათა შორის, ძალიან ერთგული ვარ და ზუსტად ვხვდები, რა ესიამოვნება ჩემს საყვარელ ადამიანს და რა – არა. ერთი სიტყვით, მისგან აკრძალვები არ მჭირდება. არც ისეთი ვარ, საყვარელი ადამიანი ვაეჭვიანო. არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს, მამაკაცი გავაღიზიანო. თუმცა, მშვიდი ხასიათი ნამდვილად არ მაქვს (იცინის).
– წლების წინ, როდესაც გიგი გეგელაშვილის სიმღერას გასდევდა თან კადრები, იქ საკმაოდ თამამი ქცევით მიიქციე საზოგადოების ყურადღება. მახსოვს, ჭორიც დადიოდა, თითქოს შენ და გიგის ერთმანეთი სიგიჟემდე გიყვარდათ. ამაზე რას მეტყვი?
– ამაში ვერ დაგეთანხმებით. ეს ნამდვილი ჭორია. მე და გიგი მეგობრები ვართ და გიგის დღეს უსაყვარლესი მეუღლეც ჰყავს. მართალია, იმ კადრებში ვგიჟმაჟობ, მაგრამ ბავშვები კამერის წინ, უბრალოდ, თამამად ვიქცევით, და, მეტი არაფერი. დღეს სითამამეს ისეთი დოზით ვეღარ გამოვხატავ, თან გავიზარდე, შეყვარებული ვარ და ისე აღარ ვცანცარებ და დავხტივარ ბავშვივით. უფრო დავსერიოზულდი, მაგრამ ხელოვნებაში სიგიჟე, ყოველთვის მქონდა და მაქვს. ამას, სცენაზე ვერ მოვთოკავ. თან, ბედნიერი ვარ, რომ სიძულვილის გრძნობა არ გამაჩნია და ყველასთვის სიკეთე მინდა. დამიჯერეთ, მართლაც ასეთი ვარ.
– ახლა, სექტემბრამდე, ანუ კონკურსამდე რა ეტაპი დგას შენთვის?
– ახლა ჩემთვის აქტიური მუშაობის, წონაში დაკლებისა და გარუჯვის ეტაპი დგას. წარმოიდგინეთ, 30 კილოგრამი უნდა დავიკლო და ეს ორ თვეში უნდა მოვახერხო. დამერწმუნეთ, ამას შევძლებ. მაქსიმუმ, 25 კილოგრამს ხომ დავიკლებ? (იცინის) დათუნა სულიკაშვილი შემირჩევს სტილს – რა ჩავიცვა, რომ ჩემს ხასიათში კარგად ჩაჯდეს და ვნახოთ, რა გამოვა. ხომ იცით, სცენას და კონკურსს თავისი ეტიკეტი აქვს და თუ ფორმაში არ ხარ, რაც არ უნდა თავი გაიგიჟო და გადასარევად იმღერო, ამ სიმღერასაც ვერ აღიქვამს მსმენელი. ამიტომ, მსხვერპლზე წასვლა მიწევს და ამისთვის აქტიურად ვიბრძვი (იცინის). ამაში ჩემს საყვარელ ადამიანზე ფიქრიც მეხმარება. არ არის საქართველოში და რომ ჩამოვა, ახალი იმიჯით დავხვდები.
– ეს კონკურსი რომ მოიგო, როგორ ფიქრობ, რა შეიცვლება შენს ცხოვრებაში?
– ეს კონკურსი რომ მოვიგო, უბედნიერესი ვიქნები და ხალხი დაინახავს, რისი შესაძლებლობებიც გამაჩნია. ვეცდები, არ მოვჭრა ქართველებს თავი და ისე გავაგრძელო სასიმღერო კარიერა, ჩემი ქვეყანა ვასახელო.
– არ გეწყინოს, მაგრამ ბევრი ამბობს, საიდან მოვიდა სალომე ქათამაძე, აქამდე რატომ არ ჩანდა ქართულ შოუ-ბიზნესშიო?
– ეს მეც გავიგე, მაგრამ არ მწყენია. მე პოპულარული ნანუკა ჟორჟოლიანის წყალობით გავხდი. „ქალაქურში” შემთხვევით მოისმინა ჩემი კარაოკეში ნამღერი, მოეწონა და თქვა, ეს გოგონა დახურავს ჩემს შოუსო და ასეც მოხდა შარშან ბათუმში. უბედნიერესი ვიყავი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ახალი სასიამოვნო ეტაპის დასაწყისი.
– როგორც ვხვდები, ბათუმი კარგად დაგებედა.
– ჰო, ამაზე ახლა დავფიქრდი და დიდი მადლობა ამ ქალაქს, კარგად რომ დამებედა. ჩემთვის ეს ქალაქი, მართლა წარმატებებთან ასოცირდება და თუ ამ კონკურსზეც გამიმართლა, არ არის გამორიცხული, ბათუმის მერობას გამოვკრა ხელი (იცინის).

скачать dle 11.3