პოპულარობას ჭკუა არ სჭირდება
„ჰოლივუდის“ ზოგიერთი ვარსკვლავის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, პოპულარობას დიდი ჭკუა საერთოდ არ სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, საკუთარმა სისულელემ ლინდსი ლოჰანს, კრისტინა აგილერას და ბრიტნი სპირსს ხელი ვერ შეუშალა დიდი ფულის შოვნაში.
ლინდსი უკვე რამდენიმე წელია, ზედიზედ იმსახურებს ყველაზე სულელის ტიტულს – ეს ჟურნალისტების აზრია. ჯერ ერთი, ის არჩევანს სულელურ ფილმებზე აკეთებს და როგორც წესი, არ ამართლებს, ძალიან ცუდი გემოვნება აქვს მსახიობს „ბოიფრენდებთან“ დაკავშირებით.
კრისტინა აგილერა ყველას აოცებს თავისი დაუფიქრებელი და გაუაზრებელი გამონათქვამებით. მაგალითად, მას ეკუთვნის ფრაზა: ხომ არ იცით, წელს კანის კინოფესტივალი სად ჩატარდება?
ბრიტნი სპირსი ზოგადად სულელია. მან თქვა, არასოდეს გამიჩნდება იაპონიაში წასვლის სურვილი, იმიტომ რომ თევზი არ მიყვარს. არადა, თევზი აფრიკაშია განსაკუთრებით პოპულარული. დღემდე ვერავინ გაიგო, რისი თქმა უნდოდა მას ამით.