კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედამიწას უძლიერესი მზის ქარიშხალი – ბლეკაუტი ემუქრება.



უახლოეს წელიწად-ნახევარში დედამიწაზე ყველაზე ძლიერ მზის ქარიშხალს უნდა ველოდოთ, რომელიც მზეზე მასშტაბური აფეთქებებით იქნება გამოწვეული. ამის შესახებ ბრიტანელმა მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინათ გააფრთხილეს ქვეყნის მთავრობა.
მათი პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელი ქარიშხალი იმუქრება, მწყობრიდან გამოიყვანოს სასიცოცხლოდ აუცილებელი მნიშვნელოვანი სისტემები, კერძოდ, ელექტრომომარაგების სისტემა და კომპიუტერული მოწყობილობები.
თავის მხრივ,  დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ემზადება, რომ სპეციალური კანონის საფუძველზე, შესაძლებელი გახდეს საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, ელექტრობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოირთოს, რათა შემცირდეს ზარალი მაგნიტური ქარიშხლის გამო.
როგორც სწავლულები აღნიშნავენ, მზე ახლა შევიდა გაზრდილი აქტივობის ციკლში, რომელიც თავის პიკს 2012 წელს მიაღწევს. მათი გათვლებით, მომავალი მაგნიტური ქარიშხალი, სიძლიერით მინიმუმ 5-ჯერ აღემატება იმ ქარიშხალს, რომლის შედეგადაც 1989 წელს ელექტრობის გარეშე დარჩა კვებეკის პროვინციის 6 მილიონი მცხოვრები. უკანასკნელად, დაახლოებით ასეთი სიძლიერის ქარიშხალი, 150 წლის წინათ დააფიქსირეს.
მეცნიერების ვარაუდით, ზოგადად, მოსალოდნელია, მზის აქტივობა მომავალი 20-30 წლის განმავლობაში შემცირდეს, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს მზის აქტივობის ყველაზე ხანგრძლივ შემცირებამდე, ეგრეთ წოდებულ, „მაუნდერის მინიმუმის“ გამეორებამდე, რომელიც 1645-1715 წლებში მოხდა. მას ევროპაში „მცირე გამყინვარების“ პერიოდსაც კი უწოდებენ.

скачать dle 11.3