კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე




კითხვა: როგორ მოვუარო და შევუნარჩუნო კომპაქტურობა ჰემიგრაფისს?
პასუხი: მისი კომპაქტურობის შესანარჩუნებლად სასურველია, თუ ფანჯრის რაფაზე დადგამთ. კაშკაშა სინათლე ხელს უწყობს მის ყვავილობას. მოარიდეთ თაკარა მზეს და ზამთარში მინიმუმ, 10 გრადუსზე ამყოფეთ. ზაფხულში ხშირად მორწყეთ, ზამთარში კი შეამცირეთ ისე, რომ მიწა ძალიან არ გამოუშროს. ბინაში რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენი სჭირდება მცენარეს.
კითხვა: როდის მირჩევთ კურკუმას გადარგვას?
პასუხი: კურკუმას ყვავილობის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, დასვენების პერიოდი ეწყება. მოაშორეთ დამჭკნარი ფოთლები, გაზაფხულზე კი უკვე შეძლებთ მის გადარგვას. ცივ სეზონზე შეიტანეთ მცენარე სითბოში, რათა ზრდა განაახლოს.
კითხვა: ხშირად თუ უნდა ალოეს  მორწყვა და რა ტემპერატურა სჭირდება ყვავილობისთვის?
პასუხი: ზაფხულში მისი მიწა ტენიანი უნდა იყოს. რამდენიმე კვირაში ერთხელ მიაწოდეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქი, ზამთარში კი შედარებით იშვიათად მორწყეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ნიადაგი ძალიან არ გამოუშრეს. ამ დროს არც დამატებითი კვება არ სჭირდება. გახსოვდეთ, ისე მორწყეთ, რომ ფოთლებს წყალი არ მიაკაროთ. ყვავილობისთვის ზამთარში რამდენიმე კვირით 10 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფეთ. წელიწადის სხვა სეზონებზე  იდეალურია 18-24 გრადუსი.
კითხვა: როგორ მოვუარო ასპარაგუსს, რომ ფოთლები არ გაუყავისფრდეს?
პასუხი: ზაფხულობით ამ მცენარეს რეგულარული მორწყვა სჭირდება. მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრობითაც ნიადაგი ძალიან არ უნდა გამოაშროთ, თორემ ფოთლები გაუყავისფრდება. უყვარს სინათლე, ოღონდ მზის გულზე ნუ დადგამთ. მისთვის იდეალური ტემპერატურა 16-21 გრადუსია. ზამთარში 7 გრადუსსაც აიტანს. გახსოვდეთ, რომ ზაფხულში რეგულარულად უნდა მიაწოდოთ სასუქი. სასურველია, თუ საკიდ კალათაში გაზრდით სააბაზანოში.
კითხვა: სად გვირჩევთ ალოკაზიას დადგმას?
პასუხი: ეს მცენარე უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, მაგრამ გაბნეული შუქი არ მოაკლოთ. ამიტომ გირჩევთ, დადგათ ნათელ სააბაზანოში ან ისეთ ადგილას, სადაც სინათლე კარგად მოხვდება. მწველ მზეზე ფოთლები მოეჭმუჭნება და აუცილებლად მოარიდეთ ასეთ ადგილს.

скачать dle 11.3