რა მოხდა ამ დღეს
4 ივლისი
1631 – პარიზში გაიხსნა მსოფლიოში პირველი დასაქმების ბიურო.
1776 – გამოცხადდა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა.
1802 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიხსნა პრესტიჟული ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემია.
1886 – ქალაქ პრესტკოტში (არიზონას შტატი) გაიმართა პირველი როდეო.
1999 – დევიდ ბექჰემისა და ვიქტორია ადამსის ქორწილი.
5 ივლისი
1809 – დაიწყო ვაგრამის ორდღიანი ბრძოლა, სადაც ნაპოლეონ ბონაპარტემ დაამარცხა ავსტრიელი გენერალისიმუსი კარლ ჰაბსბურგი.
1811 – ვენესუელა გახდა პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში.
1830 – ალჟირი გახდა საფრანგეთის კოლონია.
1841 – ინგლისელმა თომას კუკმა გახსნა პირველი ტურისტული სააგენტო.
1975 – არტურ ეში გახდა პირველი ზანგი – უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული.
6 ივლისი
969 – დაარსდა ქალაქი ქაირო (ეგვიპტე).
1687 – გამოქვეყნდა ისააკ ნიუტონის ფუნდამენტური შრომა „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“, სადაც სხვებთან ერთად გადმოცემული იყო მსოფლიო მიზიდულობის კანონი.
1854 – დაარსდა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტია.
1885 – ლუი პასტერმა წარმატებით გამოსცადა მის მიერვე გამოგონებული ცოფის ვაქცინა.
1919 – ბრიტანულმა დირიჟაბლმა, R-34-მა, წარმატებით გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს.
7 ივლისი
1607 – პირველად აჟღერდა ინგლისის ჰიმნი „God Save the King“.
1807 – ტილზიტში ნაპოლეონ პირველმა და ალექსანდრე პირველმა ხელი მოაწერეს საფრანგეთ-რუსეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
1881 – რომში გამოქვეყნდა „ზღაპარი პინოქიოზე“.
1937 – იაპონია თავს დაესხა ჩინეთს (და სულ მალე თითქმის მთლიანად დაიპყრო ის).
1977 – პირველად მოხდა ნეიტრონული ბომბის გამოცდა. ამ ბომბის მოქმედების შედეგად იღუპებიან მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმები, ხოლო ნაგებობები და ტექნიკა უვნებელი რჩება.
8 ივლისი
1654 – ამბობენ, რომ ამ დღეს ვინმე იაკობ ბარსიმონი ჩავიდა ვირჯინიაში, ვითომ არაფერი, მაგრამ, თურმე ეს იყო პირველი ებრაელი, ვინც ფეხი დადგა ამერიკის კონტინენტზე.
1918 – პირველ მსოფლიო ომში ერთ-ერთ ბრძოლაში დაიჭრა ერნესტ ჰემინგუეი.
9 ივლისი
1887 – ამერიკელმა ქაღალდის მაგნატმა, ჯონ დიკენსონმა, ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე პირველად წარადგინა თავისი ქარხნის პროდუქცია – ქაღალდის ხელსახოცები.
1922 – ჯონ ვაისმიულერმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი. მან პირველმა გაცურა 100 მეტრი ერთ წუთზე ნაკლებ დროში.
1945 – ლავრენტი ბერია გახდა საბჭოთა კავშირის მარშალი.
10 ივლისი
1547 – საფრანგეთში შედგა უკანასკნელი ოფიციალური დუელი.
1703 – პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის დაფუძნებით დაიწყო სანკტ-პეტერბურგის მშენებლობა.
1938 – ამერიკელმა მილიარდერმა, ჰოვარდ ჰიუზმა, თავის კონსტრუქციის თვითმფრინავით დედამიწას შემოუფრინა 91 საათში.
1940 – საფრანგეთის ხელისუფლებაში მოვიდა პროფაშისტი ფილიპ პეტენი.
1981 – ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტში ოფიცრებს აეკრძალათ წვერის ტარება.