3 დღე – მინუს 2 კილოგრამი
ამ დიეტას სამმაგი სარგებლობა მოაქვს: 3 დღეში კარგავთ 2 კილოგრამს, ორგანიზმი გაჯერებულია ვიტამინებით, ხოლო C ვიტამინის წყალობით, კანი გახდება ელასტიკური და ხავერდოვანი.
ორ-სამ თვეში სასურველ იდეალურ წონას რომ მიაღწიოთ, საკმარისია, ეს დიეტა გააკეთოთ თვეში ორ-სამჯერ.
მენიუს გარდა, აუცილებელია:
დილის სტარტი – იზრუნეთ თქვენი ბინის განათებაზე: გახსენით ყველა ფანჯარა, რომ ოთახი მზის სხივებით აივსოს.
ფიტნესი და მოძრაობა – წესად შემოიღეთ ყოველდღიური 10-წუთიანი ვარჯიში და ფეხით სიარული – ეს მოეხმარება დიეტას ცხიმების დაწვაში.
მიიღეთ დღეში 1 გრამი C ვიტამინი (ციტრუსების ან დრაჟეს სახით) – ესეც ცხიმების დაწვას შეუწყობს ხელს.
დღე-ღამის განმავლობაში დალიეთ 1 ლიტრამდე გაზგასული მინერალური წყალი და 1 ლიტრამდე მწვანე ჩაი.
9-10 საათი – საუზმე
მიუსლი ხილით: ერთმანეთში აურიეთ 1 ცალი წვრილად დაჭრილი ვაშლი, 100 გრამი ყურძენი, 100 მილილიტრი უცხიმო იოგურტი, 50 გრამი „ჰერკულესი“ და 1 სადილის კოვზი თაფლი.
13-14 საათი – სადილი
ერთმანეთში აურიეთ 150 გრამი ხაჭო, 1 ცალი პატარა ვაშლი (წვრილად დაჭრილი), 1 ცალი პატარა მსხალი (წვრილად დაჭრილი), 50 გრამი მანგო (დაჭრილი), 50 გრამი „ჰერკულესი“.
16-17 საათი – სამხარი
2-3 ცალი პატარა ზომის ბლინი კენკრით+1 ჩაის ჭიქა ცოცხალი ხილის წვენი.
19-20 – ვახშამი
ხილისა და ბოსტნეულის სალათა: პატარა ნაჭრებად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ: 1-2 ცალი კივი, 1 ცალი მოზრდილი პომიდორი (კანგაცლილი), 1 ცალი ვაშლი, 1 ცალი მსხალი, 1 ნაჭერი ნესვი.
გახდომა – თავისთავად, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, დიეტის შემდეგ წონის შენარჩუნება. გახსოვდეთ, ამ დროს უკუჩვენება აქვს მკაცრ აკრძალვებს – ეს უფრო მეტ პროვოცირებას ახდენს თქვენს ძალით ჩახშობილ სურვილზე – ჩაიტკბარუნოთ პირი რაიმე გემრიელი, კალორიული სასუსნავით. ამიტომ, ნეგატიური ფორმულირება ჩაანაცვლეთ პოზიტიურით, მაგალითად: ფრაზა – „ამას აღარასოდეს შევჭამ“ შეცვალეთ ფრაზით – „დღეს ამას არ შევჭამ“; ხოლო ფრაზა – „მე უნდა...“ ჩაანაცვლეთ ფრაზით – „მე ასე მინდა“...