კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განსაკუთრებული ხერხით ხატავს დავით სულაკაური და როგორ დააინტერესა მან მეუფე ნიკოლოზი



ენკაუსტიკური მხატვრობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ჩნდება. ხატვისთვის საჭირო მასალა საქართველოში არ იყიდება, მისი გამოწერა შესაძლებელია ამერიკიდან და ნახატი სრულდება ცხელი ფუნჯით გახურებულ პალიტრაზე. საქართველოში კი ენკაუსტიკური სტილით ხატავს მხოლოდ დავით სულაკაური. რატომ დაინტერესდა ის ამ სტილით და როგორ მოხატა ახალქალაქში ეკლესია, თავად მხატვარმა გვიამბო.
დავით სულაკაური: ენკაუსტიკური ხატვისთვის საჭირო ფერები მზადდება სანთლისგან, რომელიც გარკვეულ ტემპერატურაზე დნება. ხატვისას ცხელი უნდა იყოს პალიტრა და ფუნჯიც, რომელიც არის რკინის და აქვს რეოსტატი ტემპერატურის სარეგულირებლად. ასევე, საჭიროა ფენი. ის ახურებს პალიტრას 650 გრადუსამდე. ყველაფერი უნდა იყოს ცხელი და შემდეგ იხატება სურათი სიბრტყეზე ან კედელზე. ეს ფერები არის საკმაოდ ძვირად ღირებული და საქართველოში არ იყიდება.
 ენკაუსტიკური ხატვისთვის საჭირო ფერები ჩნდება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ტროას ომის დროს ღებავდნენ გემებს, რადგან გამძლე იყო. მაშინდელმა მხატვრებმა დაიწყეს მისი გამოყენება. ფერები იქმნება სანთლისა და კანიფოლის ურთიერთობით და მასზე ულტრაიისფერი სხივები არ მოქმედებს. ამ მხატვრობით ძალიან ბევრი იყო დაინტერესებული. მათ შორის, ლეონარდო და ვინჩიც, რომელსაც ჰქონდა სურვილი, მოეხატა ტაძრის ერთი კედელი. დაიწყო კიდეც ხატვა, მაგრამ მაშინ გახურება ნაკვერჩხლით ხდებოდა და ცეცხლი გაუჩნდა ხარაჩოს, საღებავებს და თვითონაც ძლივს გამოასწრო ცოცხალმა. მას შემდეგ ბევრმა მხატვარმა სცადა ამ მეთოდით ხატვა, მაგრამ რადგან რთული შესასრულებელი იყო, ყველა თავს ანებებდა. მათ შორის იყო შელპილოვი, რომელმაც სცადა ამ ტიპის მხატვრობის აღორძინება, ძალიან დიდი დრო დაუთმო ტექნიკის მოძიებას და ძალიან ცოტა ნამუშევარი შეასრულა. სამწუხაროდ, მისი ფერები იყო მყიფე.
გარკვეული პერიოდი, მომიწია შეერთებულ შტატებში ცხოვრება. იქ ერთ-ერთი ფირმა უშვებდა ენკაუსტიკური ხატვისთვის საჭირო ფერებს. იყო ფანტასტიკური ლაბორატორია, სადაც იცავდნენ ყველა სტანდარტს. ერთადერთი, ის ვიკითხე, თუ როგორ ათეთრებდნენ სანთელს. მათ მითხრეს, რომ ავსტრალიაში იყო ფუტკარი, რომელიც ამზადებდა თეთრ სანთელს. თუმცა, არ ამიხსნეს როგორ ამზადებდნენ სხვადასხვა ფერებს.
– როგორც ჩანს, საქართველოში ამ ფერების მასალა არ იყიდება და თქვენ როგორ ხატავთ?
– ხატვისთვის საჭირო მასალა აქ არ იყიდება, ამიტომ ვიწერდი ამერიკიდან. ახლა გამოუშვეს ფუნჯი, რომელიც ხურდება და ეს საკმაოდ ამარტივებს ხატვის პროცესს. საქართველოში პირველად ამ მეთოდით დაინტერესდა მეუფე ნიკოლოზი და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალქალაქში აშენებულ ეკვდერში უნდა ყოფილიყო დასვენებული სუდარა, სადაც გამოსახული იქნებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. იქ თითო ფრესკა არის 4-5 მეტრი სიგრძის და 3 მეტრის სიგანის. ამხელა ფრესკა არ გაუკეთებია არავის. რადგან ტექნიკამ ხელი შეგვიწყო, გადავწყვიტეთ, ენკაუსტიკური მეთოდით მოგვეხატა. ასეთ დროს  ჯერ კედელი უნდა დამუშავდეს კარგად. ასეთი ხატვის დროს შაბლონს, უბრალოდ, ვერ გამოიყენებ. ის უნდა მოიხატოს ისე, როგორც მოითხოვს კედელი. ფერით გადაგვაქვს ნახატი მკრთალად და შემდეგ იქმნება კომპოზიცია. ასე მოიხატა ის ეკლესია, იქ გაკეთდა ჯვარცმა, აღდგომის ანგელოზი, ურწმუნო თომა და გარეთა მოხატულობა გავაკეთეთ – ბატკანი ყანაში.
– კედელზე ხატვა არ გაგიჭირდათ?
– კედელზე ხატვა ძალიან რთულია. მე რა ნახატიც მინახია, არის 40X60-ზე შეფარდებით სიბრტყეზე. მე რომ მივწერე ამერიკაში, რასაც ვაპირებდი, ძალიან გაუკვირდათ და დიდი ფასდაკლება გამიკეთეს ინსტრუმენტებზე და საღებავებზე. როდესაც ნახეს ნახატები, გაუკვირდათ, ამხელა ფრესკა როგორ შეასრულე ენკაუსტიკური მეთოდითო. ახლა, სომეხთა პატრიარქი, უწმიდესთან ერთად იყო ჩასული ახალქალაქში და მოინახულეს ეს ეკლესია.
– თქვენ გარდა, საქართველოში ამ მეთოდით ხატავს ვინმე?
– მე როგორც ვიცი, არავინ, რადგან ძალიან რთულია და არც ფერები იყიდება აქ. თუ ვინმეს ინტერესი გაუჩნდება, საიდუმლო არაფერია, ყველას შეუძლია სწავლა.
– ლაბორატორია არ გაქვთ?
– არა. საქართველოში ლაბორატორია არ არსებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც კი არ არსებობს მსგავსი ლაბორატორია. ევროპაშიც უშვებენ ამ ფერებს, მაგრამ ის ხარისხი ნამდვილად არ აქვთ. ამერიკელებმა მართლა ძალიან დიდი შრომა ჩადეს და შედეგიც შესანიშნავი მიიღეს, ამიტომ, ძირითადად შტატებიდან ვიწერ მასალას.
– ფერები როგორ მზადდება?
– ძველად მხატვრები ხმარობდნენ კვერცხის გულს. ახლაც იყენებს ზოგიერთი, მაგრამ შესრულებული ნახატი დროთა განმავლობაში შავდება. ენკაუსტიკური ფერი შედგება სანთლის პიგმენტისა და ფისისგან. ავიღოთ კანიფოლი, ის შედის რეაქციაში სანთელთან და აქვავებს დროთა განმავლობაში, როდესაც ახალგაკეთებულს ხელს გადაუსვამ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხდება მინანქარივით. ამიტომ, არის, რომ ამ საღებავით შესრულებული ნახატები საუკუნეებს უძლებს. შესაძლებელია, ნახატის გაწმენდაც. ცხელ კედელზე ფერებს როგორც კი გაუსმევ, ცივდება. ამიტომ, ნახატი ლაქობრივი გამოდის, რთულია მისი დაფიქსირება.
– ფრესკების გარდა, ნახატები თუ გაქვთ შესრულებული ან გამოფენას ხომ არ გეგმავთ?
– მაქვს დახატული პეიზაჟები, პორტრეტები. შეერთებულ შტატებშიც ფერწერაზე ვმუშაობდი. ბევრი ნახატი მაქვს შესრულებული. მქონდა გამოფენა, მათ შორის საქართველოშიც. სამწუხაროდ, ნორმალური საგამოფენო დარბაზი არ არის, სადაც შეიძლება გამოფენა ჩატარდეს. რაც ბევრს ვხატავ და ვუღრმავდები ამ ყველაფერს, უფრო საინტერესოა და ბევრს ვსწავლობ.

скачать dle 11.3