კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოულოდნელი ბედნიერება



დიახ, ასეც ხდება. ბედი ზოგჯერ სასიამოვნო სიურპრიზებითაც გვანებივრებს. თუმცა, ჩვენ ასეთ დროს ვფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ, შემთხვევა იყო. შემთხვევა, რომელმაც ბედნიერი გაგხადა. ნუ დაიღლით ფიქრით თავს, თუ რატომ გაგანებივრათ ბედმა ასე; რით დაიმსახურეთ და რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი ნეტარება. უბრალოდ, მიიღეთ ის და დატკბით არაჩვეულებრივი წუთებით.
ენდეთ გულს. ზოგჯერ გრძნობებში თავადაც ვერ ვერკვევით. ვერ ვხვდებით, ჩვენი გრძნობების სერიოზულობას. ამ შემთხვევაში, ლოგიკა უძლურია და ვერაფერს გირჩევთ. ეცადეთ, მოუსმინოთ გულს. ის ყველაზე სანდო და ერთგული მრჩეველია. არასოდეს თქვათ, რომ ასეთი ბედნიერება არ დაგიმსახურებიათ. რომ ეს შემთხვევითია და გაუგებარი და ნუ განეწყობით ნეგატიურად. ნუ დაუგეგმავთ თავს „მოულოდნელ უბედურებას“. რაც მთავარია, იყავით გულწრფელი იმ ადამიანთან, ვინც თქვენი „მოულოდნელი ბედნიერების“ მთავარი დირიჟორია. ისედაც, შეეცადეთ, ყოველთვის სიმართლე თქვათ. ნურც საკუთარ თავთან იცრუებთ. სიმართლე შობს პატივისცემას და ღირსებას გმატებთ. თუ ურთიერთობას საფუძვლად პატივისცემა, ღირსება და გულწრფელობა უდევს, ის ხანგრძლივი და მყარი იქნება. ეს უკვე არის ბედნიერება.

скачать dle 11.3