კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან იცავს საცხოვრებელ გარემოს ოთახის კუთხეებში დაწყობილი მარმარილოს ნატეხები და როგორ ამოვიცნოთ ჩვენ გარშემო სიკვდილის ზონების არსებობა



როგორც ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები ამბობენ, ჩვენს ბინებსა თუ ოფისებში ეგრეთ წოდებული სიკვდილის ზონები არსებობს, რომლებიც ადამიანებს ისე უხილავად უქმნიან საფრთხეს, რომ შესაძლოა, ამას ვერც კი მიხვდეთ. ეს სიკვდილის ზონები, ხალხში გეოპათოგენურ ზონებადაა ცნობილი. ბატონი გიორგი უკვე წლებია ასეთ ზონებს შეისწავლის და არაერთი ადამიანი იხსნა კიდეც სავალალო შედეგებისგან. მასთან საუბარში უამრავი საინტერესო და გასათვალისწინებელი რამ შევიტყვეთ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს.
გიორგი: დღეს ბევრს საუბრობენ ეგრეთ წოდებულ სიკვდილის ზონებზე, ანუ როგორც მას მეცნიერები და მკვლევრები უწოდებენ, გეოპათოგენურ ზონებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ყველგან შეიძლება შეგვხვდეს. ეს შეიძლება ვერც კი აღვიქვათ, სანამ გარკვეული პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდებით. სხვათა შორის, რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენმა წინაპრებმა თანამედროვეებისგან განსხვავებით, ამ ზონების შესახებ ბევრი რამ იცოდნენ და პრაქტიკულ, ინფორმაციასაც ფლობდნენ. ისინი არავითარ შემთხვევაში არ ააშენებდნენ ასეთ ადგილას სახლს, არ დარგავდნენ ხეს, არ მოაჯიშებდნენ ვაზს და ასე შემდეგ. დღეს კი მსგავს რამეებზე ვინ ფიქრობს? მაგრამ, როცა სახლი გარკვეულ პრობლემას ქმნის, ხისგან წამოსული უარყოფითი ენერგია და არასწორ ადგილას დარგული ვაზის ნაჟური სწყენს და აგიჟებს ადამიანს, მერეღა ფიქრობენ რა დაგვემართაო. თუმცა, ზუსტად ვიცი, ამ ყოველივეს გეოპათოგენურ ზონებს არ აბრალებენ. არადა, მუშაობას, საქმიანობას თუ ცხოვრებას უარყოფით ზონებში, შეუძლია არაერთი სასიკვდილო დაავადება გამოიწვიოს, მათ შორის ონკოლოგიურიც ასევე, ფსიქიკური აშლილობები, კონფლიქტები და ასე შემდეგ. ამიტომ ვამბობ ხმამაღლა, რომ აუცილებელია, ნებისმიერი ადამიანი ინფორმირებული იყოს და დაიცვას თავი სიკვდილის ზონებისგან. მე უკვე წლებია, მსგავს თემებზე ვმუშაობ და მინდა, გითხრათ, ბევრს ეს თემა ზღაპარი უფრო ჰგონია, ვიდრე რეალობა. ეს დაბალი განვითარების დონეზე მეტყველებს და კიდევ იმაზე რომ, პარაფსიქოლოგიურ-ეზოთერიკულ ცოდნაში მინიმალური ცოდნა გააჩნიათ – არც იციან და არც ის უნდათ, რომ სხვისი გაიგონ.
– გამიგია, რომ პათოგენური ზონები თავისი წარმოშობით სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. როგორ ამოვიცნოთ ის და დავადგინოთ საშიშია თუ არა ამ ადგილებში ყოფნა?
– ახლავე აგიხსნით. პათოგენურ ზონებს უწოდებენ სივრცის იმ მონაკვეთს, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნეგატიური და სახიფათო ენერგეტიკა აქვს. კერძოდ, პათოლოგიური ზონა არის უარყოფითი ენერგეტიკული ველი სივრცეში. თავისი წარმოშობით პათოლოგიური ზონები, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად, გეოპათოგენური, რომელიც წარმოიქმნება მიწის უარყოფითი გამოსხივებით; ასევე გვხვდება ბიოპათოგენური ველები, რომელიც  ადამიანების ნეგატიური ფსიქიკური განცდების წყალობით წარმოიქმნება, აგრეთვე მაშინ თუ შენობაში დიდხანს იმყოფებოდა დაავადებული ადამიანი, მოხდა მკვლელობა, თვითმკვლელობა და ასე შემდეგ. გეოპათოგენური ზონების განეიტრალება საკმაოდ ძნელია და, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი. აი, ბიოპათოგენურ ველებთან ბრძოლა კი უფრო იოლია.
– მაინც, როგორ შევებრძოლოთ სპეციალისტის ჩარევის გარეშე ბიოპათოგენურ ზონებს ბინებსა თუ სამუშაო ადგილებში საკუთარი ძალებით?
– ასეთი ზონების გასანეიტრალებლად ხშირად უნდა აანთოთ შენობაში სურნელოვანი ჩხირები, სანთლები, ოთახის კუთხეებში მოასხათ წყალში გაზავებული პიტნისა და ევკალიპტის ზეთი და ასე შემდეგ. ეს ძალიან მარტივი საშუალებებია და საკმაოდ ეფექტურიც. მაგრამ, როცა გეოპათოგენურ ზონებს ვაწყდებით, უფრო რთულადაა საქმე. ამ შემთხვევაში, უარყოფითი ენერგეტიკული ველის წყარო მიწის გამოსხივებაა და მასთან შეჭიდება, დამეთანხმებით, თითქმის შეუძლებელია ადამიანის მხრიდან. ამიტომ მას, უბრალოდ, უნდა გაერიდოთ და ასე დაიცვათ თავი.
– ამბობენ, ბოლო დროს გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები და სტიქიური უბედურებები, სწორედ გეოპათოგენური ზონების გააქტიურებას უკავშირდებაო. და მაინც, რა შეიძლება იყოს გეოპათოგენური ზონების წარმოქმნის მიზეზი ბუნებაში?
– გეოპათოგენური ზონების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება, იყოს ნეგატიური ენერგიის მქონე მიწისქვეშა მდინარეები, გრუნტის დაწევა, რღვევა და სხვა ფაქტორები. მაგრამ, იმასაც გეტყვით, როგორიც არ უნდა იყოს გეოპათოგენური ზონის წყარო, თავისი უარყოფითი ენერგიით ის რეალურ საფრთხეს უქმნის ამ ზონის სივრცეში მყოფი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. არ არის გამორიცხული, რომელიმე ადგილას, ასეთი გეოპათოგენური ენერგია დიდი დოზით დაგროვდეს, ვეღარ გაუძლოს მიწამ და მოწყდეს, მეწყერი ჩამოწვეს, მთა დაიბზაროს, გზა გასკდეს და ასე შემდეგ. ხოლო, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა ყველაზე მძიმე ფორმები ადამიანებზე სწორედ გეოპათოგენური გამოსხივების ზემოქმედების შედეგია და ეს უდავოა.
– ერთ წიგნში ამოვიკითხე, რომ ადამიანები გეოპათოგენურ ზონებს ინტუიციით ხვდებიან. ეს თუ შეესაბამება სიმართლეს?
– ამ საკითხზე თავად მიწევდა წლების განმავლობაში მუშაობა და კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, მოზრდილებისგან განსხვავებით, უარყოფით ენერგეტიკულ ზონას სახლში ინტუიციით მართლაც გრძნობენ. ისინი ცდილობენ, არ ითამაშონ იმ ადგილას, გაეცალონ და მოერიდონ მას. დააკვირდით და თავად მიხვდებით. ეს ძალიან მარტივია.
– როგორ უნდა დავაკვირდეთ?
– როგორ და, მაგალითად, თუ ბავშვი დიდხანს ვერ იძინებს, საწოლიდან წამოდგომას ცდილობს, ჭირვეულობს და გაღიზიანებულია, ასევე თუ ღამით ხშირად იღვიძებს ან დილით ცუდ სიზმრებს გიყვებათ, ეს ნებისმიერი მშობლისთვის საგანგაშო სიგნალია. დიდი შანსია, ამ დროს ბავშვის საწოლი გეოპათოგენურ ზონაში იდგას. თუ მალე გიფუჭდებათ გარკვეულ ადგილას დადებული პროდუქტი, აქაც სავარაუდოა, რომ ესეც გეოპათოგენური ზონაა. აგრეთვე, თუ მალე ჭკნება ყვავილი ვაზაში, ვერ ახარებთ ქოთნის მცენარეებს და ასე შემდეგ, შეუცვალეთ მათ ადგილ-მდებარეობა და დააკვირდით, რა მოხდება. დამიჯერეთ, გეოპათოგენური ზონები მართლაც ღრუბელივით ისრუტავს ადამიანის სასიცოცხლო ენერგიებს და ფიტავს მას. მაგრამ, საკმარისია, მოერიდოთ ასეთ ადგილებს და თქვენ ისევ ფორმაში ჩადგებით. კარგია თუ ოთახის კუთხეებში მარმარილოს ნატეხებს დააწყობთ. ეს გეოპათოგენური ზონიდან წამოსულ უარყოფით ენერგიებს ბლოკავს.
– რამდენჯერმე ახსენეთ საუბარში ონკოლოგიური დაავადება. სავარაუდოდ, მისი გახშირება და, დაავადებულთა სავალალო სტატისტიკა, დედამიწის  გეოპათოგენური ზონებიდან მოზღვავებულ ნეგატიურ გამოსხივებას უკავშირდება?
– არ არის გამორიცხული, ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყოს. კერძოდ,  მიწის ნეგატიურ გამოსხივებასთან ადამიანის კონტაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგია ონკოლოგიური დაავადებები. ეს კვლევებმაც აჩვენა, რომელსაც მსოფლიოს ჯანდაცვის საზოგადოება და ეზოთერიკოსთა ჯგუფი ერთობლივად აწარმოებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პათოგენური ზონები, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენს ბინებში როდია. განსაკუთრებით საშიშია ის სამსახურში, სადაც ადამიანი დიდ დროს ატარებს და ერთ ადგილას ზის. მაგრამ, თუ დროულად აღმოაჩენთ ასეთი დამანგრეველი ენერგეტიკის მატარებელ სივრცეს და მას გაეცლებით, სერიოზულ პრობლემებს აარიდებთ თავს და საკუთარ ჯანმრთელობასაც დაიცავთ.

скачать dle 11.3