კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო შეიძლება ჩავარდეს ძაღლი სტრესულ მდგომარეობაში და რამდენი თვე სჭირდება მის განკურნებას



ალბათ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სახლში ოთხფეხა მეგობარი ჰყავს, ძალიან საინტერესო იქნება დღევანდელი თემა, რომელიც ძაღლებში შიშისა და სტრესის დაძლევას უკავშირდება. ამ თემაზე ჩვენი ერთგული პარტნიორი, საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი ბექა მეტრეველი მოგითხრობთ.

– როგორ უნდა დაძლიოს ძაღლმა შიში რაიმე კონკრეტული შემთხვევის შემდეგ?

– ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ჩემს მეგობარს უკრაინიდან ძალიან კარგი ამერიკული ბულდოგი ჩამოვუყვანე, რომელსაც ასეთი რამ დაემართა: 4 წლის კავკასიურმა ნაგაზმა, რომელიც 60-70 კილოგრამს იწონიდა, 4 თვის ლეკვი ძალიან დაკბინა. ლეკვი ნაგაზმა აქეთ-იქით ისე ათრია, ძლივს გააშვებინეს. ამ შემთხვევის შემდეგ ლეკვს ძაღლების მიმართ პანიკური შიში დაეწყო. ძაღლის ყეფას რომ გაიგებდა, შიშისგან შარდავდა.

ამ ლეკვში ძალიან დიდი თანხა იყო გადახდილი, თანაც, თავისი ჯიშის ძალიან კარგი წარმომადგენელი იყო. მეტისიც რომ ყოფილიყო, ცოდვა იყო, ამ შემთხვევის გამო სამუდამოდ სტრესის ქვეშ რომ დარჩენილიყო. რადგან საქართველოში ცხოველების ფსიქიატრები არ გვყავს, გადავწყვიტეთ, პატარა ექსპერიმენტი თავად ჩაგვეტარებინა. უცხოელი კოლეგებისგან კონსულტაცია მივიღეთ და საქმეს შევუდექით. სამეგობროში ისეთი ძაღლები შევარჩიეთ, რომლებიც არ იკბინებოდნენ, უხეშად არ თამაშობდნენ და ნაზები და კეთილები იყვნენ. ერთ დღეს ჩვენი სტრესიანი ლეკვი ერთ-ერთ მათგანთან 20 წუთით მივიყვანეთ. უცნობი ძაღლის გარემოცვაში, თავისთავად, შეშინებული იყო. მეორედ ისევ მასთან უკვე ნახევარი საათით მივიყვანეთ და ოდნავ გაუთამამდა. მერე ერთი საათით მივიყვანეთ და საკმაოდ გაუთამამდა. თავი ძალიან შინაურულად რომ იგრძნო და მიხვდა, იმ ძაღლისგან საფრთხე არ ემუქრებოდა, სხვა ძაღლთან ათი წუთით მივიყვანეთ. იქაც ძალიან შეშინდა. ლეკვი მიხვდა, ვისთან ყოფნასაც შეეჩვია, კეთილი იყო, მაგრამ არ იცოდა როგორი იყო ეს მეორე ძაღლი. მოკლედ, იგივე პროცესი ჩავატარეთ ამ შემთხვევაშიც, რაც დაახლოებით შვიდ თუ რვა ძაღლთან განმეორდა.

– რამდენ ხანს გრძელდებოდა?

– ძაღლის ტრავმიდან გამოყვანა ხანმოკლე პროცესი არ არის. ამ ყველაფერს ექვსი თვე მაინც სჭირდება. დაახლოებით ერთი წლის ძაღლი, როცა ის უკვე ძალიან გათამამდა. ვათამაშეთ შედარებით ტანით მომცრო ძაღლთან, რომელიც მას კონფლიქტის შემთხვევაში ვერ დაჩაგრავდა. გავუკეთეთ პროვოცირება, რომ ერთმანეთთან კონფლიქტი მოსვლოდათ – თამაშის დროს საჭმელი ჩავუგდეთ. მცირე კინკლაობის შემდეგ როცა ბულდოგმა, ანუ ჩვენმა ძაღლმა, უპირატესობა იგრძნო და ბოლომდე „გაიხსნა“. შესაბამისად, მასში შიში და სტრესი საერთოდ გაქრა. ამ ფაქტიდან ხუთი-ექვსი თვის მერე ჩემმა მეგობარმა გახარებულმა დამირეკა: ძაღლს ვასეირნებდი, მეზობელს გერმანული ნაგაზი გამოექცა და ჩემსას დაეტაკა. შიში კი არა, ძლივს გავაშველეთ ერთმანეთს, გერმანულ ნაგაზს კლავდაო. ანუ მას ძაღლების შიში ბოლომდე მოხსნილი ჰქონდა, დაიცვა პატრონი გამოქცეული ძაღლისაგან, დაიცვა საკუთარი თავი და სერიოზული წინააღმდეგობაც გაუწია.

დაახლოებით იგივე მომენტია ავტომობილთან მიმართებაშიც. უნდა ვიცოდეთ, რა დროს აქვს ძაღლს შიში – გაჩერებულ ავტომობილთან, მოძრავთან თუ სალონში ჩასმის დროს. ამის ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ შიში მოძრავ ავტომობილებზე აქვს, უნდა ვეცადოთ, ისეთ ადგილებში ვასეირნოთ ძაღლი, სადაც ავტომობილები არ ჩანან, მაგრამ მათი ხმაური ისმის. ყურთასმენა ძაღლს ბევრად უფრო განვითარებული აქვს ვიდრე ადამიანს. ნელ-ნელა, თამაშ-თამაშით, ძაღლი გავათამამოთ და კორპუსის უკანა მხრიდან გზის პირისკენ გადმოვიწიოთ 9-10-12 წუთით... დღითი დღე დრო გავზარდოთ. მერე გზაზე გადაიყვანეთ, სადაც მანქანები მოძრაობენ და უჩვენეთ, რომ ეს საშიში არ არის. როცა ამ ყველაფერს თამამად მიეჩვევა, სტრესს, ასე თუ ისე დაივიწყებს. შეიძლება, ძლიერი მუხრუჭის ხმაზე რეაქცია ჰქონდეს, რომელიც, შესაძლოა ვერც ვერასდროს მოუხსნათ, მაგრამ მანქანების გარემოცვაში მოძრაობის შიში ნამდვილად აღარ ექნება. ამ ყველაფერს ძალიან დიდი ნერვები და მოთმინება უნდა. თუ ნერვები არ გეყოთ და ექვსთვიანი კურსი სამ თვეში მიატოვეთ, ჩათვალეთ, რომ შედეგი არ გექნებათ.

– თუ ძაღლს მანქანის სალონში ჩაჯდომის შიში აქვს, ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ?

– ძაღლებს ხშირ შემთხვევაში მგზავრობასთან აქვთ პრობლემები, გული ერევათ. მაგალითად, ჩემს ორ ძაღლს გული ერეოდა. ორივეს ერთნაირად დავუწყე მანქანით ტარება. ჩავსვამდი მანქანაში, წავიყვანდი ძალიან ახლოს, დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე, სადაც სკვერი იყო. მინდოდა ძაღლებისთვის მენახვებინა, რომ, რაცა მანქანაში ვსვამდი, ისინი ძალიან კარგ ადგილას მიმყავდა. სკვერში მათ ვათამაშებდი, დარბოდნენ და ასე შემდეგ. მერე მანძილი გავზარდე და 50-ის ნაცვლად 100 მეტრის სიშორეზე მიმყავდა, მერე 150, 300, მერე თბილისის ზღვაზე ამყავდა. მანქანის კარს რომ გამოვაღებდი მათ უკვე უხაროდათ, რადგან იცოდნენ, რომ კარგ ადგილას მიდიოდნენ. ამის შედეგად ერთ-ერთ ძაღლს გულისრევა საერთოდ მოეხსნა. გულის არევამდე ძაღლებს დორბლი მოსდით და მერე ეწყებათ ღებინება. ერთს დორბლიც კი მოეხსნა. მეორეს, რომელიც წლის და ოთხი თვის არის, დღემდე აქვს გულისრევა. ანუ ეს ფსიქიკური კი არა სამედიცინო პრობლემაა. როგორც ადამიანები სვამენ მგზავრობის დროს სპეციალურ აბებს, ასევე ვასმევ ლილუსაც.

– კიდევ რისი შიში აქვთ ძაღლებს?

– ლეკვობის პერიოდში სიბნელის პანიკური შიში აქვთ, მაგრამ მერე გაუვლით ხოლმე. არის შემთხვევა, როცა ძაღლს სივრცის შიში აქვს. მაგალითად, ლილუს „ლენდ კრუიზერის ჯიპში“, სადაც მისთვის დიდი ადგილია განკუთვნილი, გული არ ერევა, მაგრამ „სედან მერსედესში” ის ცუდად ხდება.

– გამოდის, რომ, თუ პატრონს თავისი ძაღლი უყვარს, ასეთ შემთხვევაში ან მანქანა უნდა გამოცვალოს, ან საერთოდ არ ატაროს ის მანქანით.

– ასეა. დამაინტერესა, ჰქონდა თუ არა ჩემს ძაღლს პატარა სივრცის გამო ლიფტის შიში. ერთხელ ლიფტი სართულებს შორის გავაჩერე, რამდენიმე წუთში გულისრევა დაეწყო. სხვა შემთხვევაში კი, როცა ლიფტით მოძრაობდა, ასეთი რამ არ ემართებოდა, რადგან ეს სწრაფად ხდებოდა. ამიტომ არის, რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ჯერ დიაგნოზი დასვათ და შემდგომ დაიწყოთ მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ერთის მკურნალობით მეორე რამ დააზიანოთ. სხვათა შორის, ხშირ შემთხვევაში, ძაღლს არ აქვს სიმაღლის შიში. ბევრი ფაქტი ვიცი, რომ სიმაღლის შიშის არქონის გამო ძაღლები მერვე სართულიდან გადამხტარან, ანუ, ვერ გაზომა ძაღლმა და გადახტა. აქედან გამომდინარე, ძაღლი აუცილებლად უნდა მოვარიდოთ სიმაღლეს.

გამოდის, ძაღლი ღია ფანჯარასაც უნდა მოვარიდოთ?

– დიახ, რადგან, შესაძლოა, აგრესიულობის ნიადაგზე, თუ ძაღლი ეზოში ვინმეს უყეფს, ფანჯრიდან ინერციით გადახტეს.


скачать dle 11.3