აველანჟის საქმე
„ფიფას“ ყოფილ პრეზიდენტსა და საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებას, 95 წლის ჟოაო აველანჟს, ქრთამის აღებაში სდებენ ბრალს. საქმეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებს. აველანჟს, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის წევრია 1963 წლიდან, ხოლო „ფიფას“ 1974-1998 წლებში პრეზიდენტობდა, ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღება ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით, 1997 წელს აველანჟმა სპორტულ-მარკეტინგული კომპანია „ინთერნეიშენალ სპორტენდ ლეიზურისგან“ – „ფიფას“ ყოფილი პარტნიორისგან მიიღო თანხა. აღნიშნული კომპანია მსოფლიოს ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებით ვაჭრობდა და 2001 წელს გაკოტრდა. თუმცა, მისი 6 მენეჯერის წინააღმდეგ საქმე დღემდეა აღძრული და ზოგიერთი მათგანი სასჯელს ციხეში იხდის. აველანჟი დღემდე დუმილის უფლებით სარგებლობს და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.