45 მილიონი ნეიმარის სანაცვლოდ
როგორც ჩანს, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მომავალი სეზონიდან მადრიდის „რეალის” შემადგენლობაში, სერიოზული მატება იქნება. ახალი ბრაზილიელი ვარსკვლავი, „სანტოსის” ფორვარდი – 19 წლის ნეიმარი სულ მალე გადავა სამეფო კლუბში. ფეხბურთელთან წინასწარი კონტრაქტი, პრატიკულად, უკვე გაფორმებულია და ექვსი წლის განმავლობაში ფეხბურთელი წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება სატრანსფერო თანხას, თავდაპირველად, „სანტოსის” გაცხადებული ფასი „რეალს” ეძვირა. თუმცა, საბოლოოდ, კლუბები შეთანხმდნენ, რომ ნეიმარი 45 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავა მადრიდში. ტრანსფერის საბოლოო დეტალები საზოგადოებას სულ მალე ეცნობება, – ასე აცხადებენ მადრიდული კლუბის მესვეურები.