ელენს ნადალი მოუნდა
მომხიბვლელი ესპანელი მოდელი ელენ რივასი არ მალავს, რომ მისი ოცნების მამაკაცი პლანეტის ამჟამინდელი პირველი ჩოგანი, რაფაელ ნადალია. იგი ღამის გატარებაზე ოცნებობს და მზადაა ყველაფერზე წავიდეს ამ ოცნების ასახდენად.
„არსებობს მხოლოდ ერთი მამაკაცი, რომელიც მე მინდა. ის არის ჩოგბურთელი, ესპანელი და მას რაფაელ ნადალი ჰქვია. მე სპეციალურად გავემგზავრე ლონდონში, მისი თამაში რომ მენახა უიმბლდონის კორტებზე”, – განაცხადა მოდელმა. სპორტის ქომაგთათვის ელენ რივასი ცნობილი პიროვნებაა, რადგან ნადალით გატაცებამდე, იგი „ჩელსის” ფეხბურთელის, ფრენკ ლამპარდის სამოქალაქო ცოლი იყო და შვიდი წელი ცხოვრობდა მასთან. ელენს ორი შვილი ჰყავს ფრენკისგან.