შუქური გადეპუტატდა
თურქეთის ნაკრების ლეგენდარული ფორვარდი – ჰაკან შუქური თურქეთის პარლამენტის წევრი გახდა. სიმართლისა და განვითარების პარტიის კვოტით გასული ვეტერანი ფეხბურთელის კანდიდატურა, პირადად პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოიწონა და „ბოსფორის ბუღად” წოდებულ ფორვარდს პარლამენტში წარმატება უსურვა. ამიერიდან შუქური სტამბულის ინტერესების გამტარებელი პარლამენტში იქნება. სწორედ სტამბულში გაატარა თავისი კარიერის საუკეთესო წლები შუქურმა და თურქეთში იგი იმდენად პოპულარული პიროვნებაა, რომ მის ქორწილს პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს თურქეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა.