ლუგანო და ყაჩაღები
თურქული „ბეშიქთაშის” და ურუგვაის ნაკრების კაპიტანი – დიეგო ლუგანო გუნდთან ერთად კოპა ამერიკის თამაშებისთვის ემზადება. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ იგი თავის პარტნიორს, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს, დიეგო ფორლანს ესტუმრა. როდესაც 2005 წლის, სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მცველმა სახლში დააპირა წასვლა, ავტომობილი გაძარცვული დახვდა. ყაჩაღებმა ავტომობილის საქარე მინა გატეხეს და თან წაიღეს დოკუმენტები, ფული და ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი. დოკუმენტებს შორის იყო ლუგანოს ორი პასპორტი – იტალიური და ურუგვაის და კოპა ამერიკისთვის საჭირო დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ ლუგანოს პოლიციაშიც კი არ ჰქონდა გაცხადებული, რომ ყაჩაღებმა მისი სახლის კართან ჩანთა დატოვეს. ჩანთაში ყველა წაღებული ნივთი იდო, მათ შორის ხელუხლებელი საფულეც.