კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა აღნიშნოს ადამიანმა დაბადების დღე, ქორწილი, ნათლობა და რის გაკეთება არ შეიძლება ამ დღეებისადმი მიძღვნილ სუფრაზე



ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს გადამეტებული გართობა, სხვადასხვა დღესასწაულების, თარიღების საზეიმო ვითარებაში აღნიშვნა, რაც ხშირად არცთუ კარგად მთავრდება. როგორ უდგება ამ საკითხს ეკლესია, ამის შესახებ გვესაუბრება, ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი).
– მამაო, ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს ქორწილის, ნათლობის, დაბადების დღის აღნიშვნისას გადამეტებული გართობა, რაც ხშირად ცუდი შედეგით მთავრდება. ნათლობა შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი აღმატებული საიდუმლოა, როგორ უნდა აღნიშნოს ის ადამიანმა?
– ასეთ მოვლენას ყოველთვის თან ახლავს საზეიმო განწყობა, მით უმეტეს, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობას, ნათლობას, ჯვრისწერას – იმ დღეებს, რომლებსაც ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ნათლობის საიდუმლო შვიდ საიდუმლოთაგან, რომელიც დედაეკლესიაშია დაწესებული, ერთ-ერთი პირველია. ნათლობის საიდუმლო იმ წესით, როგორც დღეს აღესრულება, მეოთხე საუკუნეში იღებს საბოლოო ფორმას. თუმცა, პირველივე საუკუნეებში არსებობდა ნათლობის წესი და მაშინდელი მიდგომა, რა თქმა უნდა, განსხვავებული იყო. იყო პერიოდი, როდესაც ადამიანები არა მხოლოდ სურვილისამებრ ინათლებოდნენ, ხდებოდნენ ქრისტეს მეომრები, არამედ ხშირად ისინი სამი წელი ემზადებოდნენ ამ საიდუმლოში მონაწილეობის მისაღებად. ისინი მოკლე კატეხიზაციას გადიოდნენ, მეტ-ნაკლებად იღებდნენ სღვთისმეტყველო განათლებას და მხოლოდ, შემდეგ ინათლებოდნენ. მათ კათაკმევლები ერქვათ და ეს პერიოდი სწორედ კათაკმევლობას ეძღვნებოდა. დღეს, როდესაც ჩვენ ვეხებით საიდუმლოს და მისი აღსრულების წესს, რა თქმა უნდა, ვეხებით იმ გარემოს, სადაც მისი აღნიშვნა ხდება. ნათლობა, ეს უდიდესი საიდუმლოა, როდესაც ადამიანი სულიწმიდის მადლით ინათლება წმიდა სამების სახელზე, ხდება ქრისტეს მეომარი და ბრძოლას უცხადებს ეშმაკს. პირველ საუკუნეებში, როდესაც ადამიანი ინათლებოდა, მას თეთრი სამოსით მოსავდნენ, როგორც ახალ ადამიანად გარდაქმნილს – სულიწმიდის ნიჭიერების მატარებელს და შესაბამისად, ამ ადამიანისა და ასევე, მისი ახლობლების განწყობა სასიხარულო იყო. თუმცა, წლების განმავლობაში ეს განწყობა იცვლებოდა, მაგრამ არსი იგივე რჩებოდა და დღესაც იგივეა. ჩვენ ამ დროს, უპირველეს ყოვლისა, ვდღესასწაულობთ იმას, რომ ადამიანი ნათლობით შეუერთდა ეკლესიის კრებულს და გახდა სამოციქულო ეკლესიის წევრი; მეორე, ეს არის ადამიანის პირადი დღესასწაული. რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ტრადიციები. ქართველებს გვიყვარს ამ მოვლენის აღნიშვნა, ერთმანეთისთვის, თავად მონათლული ადამიანისთვის მილოცვა, ტრაპეზი. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, აუცილებელიცაა, უბრალოდ, ამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, ანუ ნათლობის სუფრაზე არ უნდა იყოს ღრეობა, უსიამოვნო საუბარი, ბილწსიტყვაობა, გინება, მით უმეტეს, ჩხუბი, აყალმაყალი. ეს ყველაფერი უნდა ტარდებოდეს იმ ადამიანისთვის, რომელიც მოინათლა და ის მადლი, სულიერი განწყობა, გარემო, რაც ეკლესიაში ამ საიდუმლოს აღსრულებისას მოხდა, ტრაპეზზეც გაგრძელდეს. სხვანაირად საიდუმლო მხოლოდ საიდუმლოდ დარჩება, თუმცა, ადამიანების ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი არასწორი საქციელის გამო, ის არ დაკნინდება. სასიხარულო, საზეიმო განწყობა მოკრძალებული უნდა იყოს და რა თქმა უნდა, შეიძლება, ტრაპეზის გამართვა არა მხოლოდ სახლში, არამედ რესტორანშიც. ამ დროს განწყობა უნდა იყოს მოკრძალებული და ბოლომდე შენარჩუნდეს ის ატმოსფერო, რაც ამ საიდუმლოს აღსრულებას ახლავს თან. სუფრის უფალი, რომელსაც ჩვენ თამადას ვუწოდებთ და სუფრასთან მჯდომი ყველა ადამიანი უნდა განიცდიდეს ერთსა და იმავე სიხარულს, რომ ადამიანი მოინათლა, გახდა ქრისტიანი და შესაბამისად, სადღეგრძელოებიც ამ საკითხის გარშემო უნდა ითქმებოდეს. ხშირად ადამიანები ინათლებიან, ტრაპეზობენ და რამდენიმე ჭიქის მერე, აღარავის ახსოვს არც ნათლობა, არც მონათლული, ეკლესია, ქრისტე, ის სიწმიდე, რამაც ისინი იმ დღეს გააერთიანა. პირიქით, ამ დროს მიეცემიან ღრეობას, ცეკვას. რა თქმა უნდა, ცეკვაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ცეკვასაც გააჩნია, გადამეტებული გართობა ძალიან ცუდია. ტრაპეზი, ზოგადად, ადამიანებს შორის ურთიერთობის ძალიან კარგი საშუალებაა, ოღონდ ზომიერების ფარგლებში და არა ღრეობაში გადაზრდილი. თუ ეს ყველაფერი არ გასცდება თემას, რის გამოც ადამიანები შეიკრიბნენ, რა თქმა უნდა, ტრაპეზში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს ხელს შეუწყობს ადამიანების დაახლოებას, გაცნობას.
– ხშირად უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ არა ჯვრისწერის საიდუმლოს, არამედ იმას, თუ როგორი იქნება ქორწილი, რამდენი ადამიანი მივა და ასე შემდეგ.
– მინდა აღვნიშნო, რომ მარხვაში ეკლესია ჯვრისწერისგან თავს იკავებს. წყვილები სწორ გადაწყვეტილებას იღებენ, როდესაც  მარხვაში არ იწერენ ჯვარს და შემდეგ, არასამარხვო დღეებში იღებენ ამ საიდუმლოში მონაწილეობას. სწორედ მაშინ ეპატიჟებიან ახლობლებს, ნათესავებს და მათაც უზიარებენ ამ დიდ სიხარულს. მათ შეუძლიათ, ცოლქმრული ურთიერთობაც გააგრძელონ, რასაც მარხვაში ეკლესია ერთი ხელის აღებით არ კრძალავს. უბრალოდ, ამას ჯერ კიდევ ეკლესიის დაარსებიდან მოციქულები ქადაგებდნენ. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში მიმართავს ახალდაქორწინებულებს და მოუწოდებს მათ, როგორ უნდა წარმართონ თავიანთი ცხოვრება, რისგან შეიკავონ თავი, როგორ იცხოვრონ. რა თქმა უნდა, ეს სხვა თემაა, მაგრამ ძალიან კარგია, თუ მარხვაში თავს შეიკავებენ ჯვრისწერისგან. ეს წყვილისთვისაც და სხვებისთვისაც კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ საეკლესიო წესის დაცვაა, არამედ მორალური, ზნეობრივი პრინციპის დაცვაცაა. გვინდა თუ არა, ქორწილს ყოველთვის თან ახლავს ღრეობა, გართობა. სუფრასთან ყველა ეკლესიური ვერ იქნება, ყველას არ ექნება ერთნაირი განწყობა, შემართება და შეიძლება, ბოლოს ასეთი მდგომარეობა უსიამოვნებამდე მივიდეს. ამიტომ, მარხვის პერიოდში ხდება ჯვრისწერისგან თავის შეკავება. იყო დრო, როდესაც საქართველოში 300-400-კაციან ქორწილებს იხდიდნენ. ხშირად ეს რამდენიმე დღესაც გრძელდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. თუმცა, ორი ადამიანის შეუღლების შედეგად ბევრი ადამიანი იცნობს ერთმანეთს, ნათესავდებიან, ამიტომ ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ ქორწილს „ვიწრო წრეში“ აღნიშნავენ – დაპატიჟებენ ოჯახის ახლობლებს, ვინც ნამდვილად იზიარებენ ამ ორი ადამიანის სიხარულს და თავის დროზე ჭირსაც გაიზიარებენ. ასეთ სუფრასთან უფრო მეტი სიყვარული, სიხარულია და ამ დიდ საიდუმლოს, რომელიც თავად მოციქულმა დააწესა, ბოლომდე ითავისებენ. თუ ყველაფერი იქნება ზომიერების ფარგლებში გაკეთებული, ამაში ცუდი არაფერია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესია ყველაფერში ზომიერების დაცვას გვასწავლის. ბევრი არც ლოცვა ვარგა, არც მარხვა, სხვადასხვა რაღაცეებისგან თავშეკავება. აქაც აუცილებელია ზომიერების დაცვა. რათა ადამიანი, თუნდაც სარწმუნოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე, არ გადაიწვას და საკუთარი ცხოვრების ბოლომდე წარმართვა შეძლოს.
– ეკლესია მარხვის პერიოდში თუ უკრძალავს ადამიანს რესტორანში, კლუბებში სიარულს?
– ასე, ხელაღებით ეკლასია არ კრძალავს. მარხვის პერიოდშიც ძალიან ბევრი საეკლესიო დღესასწაული აღესრულება, რომელსაც ხალხი აღნიშნავს. თავად პატრიარქის კურთხევითაც იმართება მსახურების მერე ტრაპეზი, რომელსაც საერო და სასულიერო პირები იზიარებენ. ჯერ კიდევ ძველად, როდესაც ღამისთევის მსახურება სრულდებოდა, გარიჟრაჟზე იმართებოდა საყოველთაო ტრაპეზი, აღაპები, სიყვარულის საღამოები. ვისაც რა ჰქონდა, ის მიჰქონდა და ერთად  ზეიმობდნენ დღესასწაულს. ანუ, წირვაზე უსისხლო მსხვერპლის შეწირვა გრძელდებოდა ტრაპეზზე. მაგრამ, ეს ხდებოდა არა ჩხუბით, ღრეობით, არამედ ყველა გულწრფელად უზიარებდა ერთმანეთს ამ დიდ სიხარულს. შესაბამისად, ადამიანი შეიძლება, მარხვაშიც დაჯდეს სატრაპეზოდ, რესტორანშიც შევიდეს, მაგრამ არ არის აუცილებელი, ისეთ ადგილას დაჯდეს, სადაც ბევრი უცნობია, მუსიკა ჟღერს და ცეკვავენ, ერთობიან. მარხვაში ეს ადამიანის განწყობას საზეიმო ელფერს აძლევს. მორწმუნე კი მარხვის დროს სინანულით, საკუთარი თავის განქიქებით უნდა იყოს დაკავებული. ამიტომ, ჯობია, ის ცალკე, მშვიდად დაჯდეს და სიმშვიდით გადმოიტანოს იქ წირვაზე მიღებული განწყობა. ასე რომ, ნათლობის, ჯვრისწერის, დაბადების დღის რესტორანში აღნიშვნის წინააღმდეგი არ არის ეკლესია, უბრალოდ,  ზომიერების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ და ის სიხარული, რასაც ადამიანები საიდუმლოში, წირვა-ლოცვებში მონაწილეობისას მიიღებენ, ტრაპეზზე გადმოიტანონ. ეს კი შეგიძლიათ, სახლშიც და რესტორანშიც, ოღონდ ზნეობრივ ფარგლებში.

скачать dle 11.3