ზუსტად მიზანში
თურმე, მიძინებული სიყვარულის გაღვიძებაც შეიძლება. მამაკაცები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ოჯახური ურთიერთობა კლავს ამ მშვენიერ გრძნობას. მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ სიყვარული დროებით იძინებს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული მისი ახალი ძალით აფეთქება. დასაწყისისთვის დაივიწყეთ ის, რომ ყველაფერი მამაკაცმა უნდა გააკეთოს. ნუ შეგეშინდებათ, გამოიჩინოთ ინიციატივა. მიჰყევით თქვენს სურვილებს. იყავით ბუნებრივი და ნატურალური. ეს ყველა სტიმულატორზე ეფექტურია, მოქმედებს ყოველთვის და შეუცდომლად:
* დღის განმავლობაში ხშირად მოეფერეთ ქმარს. აგრძნობინეთ ყურადღება, სითბო. უთხარით, რომ მოგენატრათ მასთან განმარტოება. ხელის ალერსიანი შეხება და სითბოთი სავსე ღიმილი ორივეს გესიამოვნებათ, საღამო კი ზედმეტად ემოციურიც შეიძლება აღმოჩნდეს.
* პატარა „უწყინარი“ კომპლიმენტები და შექება მამაკაცის თავმოყვარეობას ზუსტად მიზანში ხვდება. თქვენ შეძლებთ, ქმარი რომანტიკულ ტალღაზე განაწყოთ. შესთავაზეთ მას, ერთად გააკეთოთ რაღაც ორიგინალური, უჩვეულო, თუნდაც ბავშვური და ქარაფშუტული. გააღვიძეთ მისი ფანტაზია. ორი მოსიყვარულე ადამიანი ყოველთვის შეძლებს, ერთმანეთს გაუგოს. შეიძლება, ეროტიკული სიზმარიც გესიზმროთ და ძალიან შეცდებით, თუ მას ქმარს არ მოუყვებით. თუ არ დაგესიზმრებათ, მაშინ უნდა შეთხზათ. ერთი სიტყვით, გააკეთეთ ყველაფერი, რომ სიახლოვე ისევ გახდეს სასურველი და ვნების მომგვრელი. ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი დასაშვებია! იხელმძღვანელეთ ამ პრინციპით და იმოქმედეთ!