კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლობიო ხორცით



საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი თეთრი ლობიო, 400 გრამი ღორის ხორცი, 2 თავი ხახვი, 5 ცალი პომიდორი, 3 ცალი მიხაკის მარცვალი, 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 1 კბილი ნიორი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით, 500 მილილიტრი ბულიონი (კუბიკის), ხმელი ქინძის მარცვლები.
მომზადების წესი: ლობიო ჩაალბეთ მთელი ღამით, მერე მოხარშეთ ისე, სრულ მომზადებას ცოტა რომ დააკლდეს და ოდნავ მაგარი დარჩეს.
ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, პილპილი. ერთ-ნახევარი თავი ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, პომიდორი – კუბიკებად. შეგიძლიათ, თავისსავე წვენში ჩადებული პომიდვრებიც გამოიყენოთ. თუ ცოცხალი პომიდორი გაქვთ, კანი გააცალეთ. ხორცი ოდნავ შებრაწეთ ცოტა ზეთში. მოაყარეთ ხახვი და პომიდორი და შუშეთ 15 წუთის განმავლობაში.
ნახევარ თავ ხახვში ჩაარჭვეთ მიხაკის მარცვლები და მოათავსეთ ქვაბის ძირზე, გადაჭრილი პირით ქვემოთ. ზემოდან მოაყარეთ ლობიო. ლობიოს ზემოდან მოათავსეთ ხორცი. მოასხით ბულიონი, დაუმატეთ მარილი, პილპილი, დანაყილი ქინძის მარცვლები, მდოგვი, გახეხილი ნიორი. ბულიონი იმდენი უნდა იყოს, რომ კერძი დაფაროს. დააფარეთ ქვაბს ხუფი და მოათავსეთ აირღუმელში 50 წუთით, 180-200 გრადუს ტემპერატურაზე. როცა გამზადდება, მორთეთ მწვანილით.

скачать dle 11.3