ფერადი ღვეზელი ბოსტნეულით – „ფიმ-ფამ-ფუმ“
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ფენოვანი ცომი, 100 გრამი პურის ფქვილი, 200 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 100 გრამი ბროკოლი, 200 გრამი მწვანე ბარდა, 150 გრამი 22-პროცენტიანი ცხიმის მქონე ნაღები, 100 გრამი არაჟანი, 3 ცალი კვერცხი, 100 გრამი ყველი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა, 1 ჩაის კოვზი დაფქული ჯავზი, 200 გრამი პომიდორი.
მომზადების წესი: ცომი გააბრტყელეთ 2 სანტიმეტრის სისქეზე და ჩადეთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში, აქა-იქ ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ. კომბოსტო და ბროკოლი დაანაწევრეთ და მარილიან წყალში ხარშეთ 4-5 წუთის განმავლობაში. ნაღები, არაჟანი, კვერცხი, ყველი და სანელებლები კარგად აურიეთ ერთმანეთში. მომზადებულ ცომზე დააწყვეთ ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ბარდა და შუაზე გაჭრილი პომიდვრები, მოასხით გათქვეფილი კვერცხისა და ნაღების მასა და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. აცხვეთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.