კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თევზი ღვინოში „ლაფშით“



საჭირო ინგრედიენტები: 800 გრამი თეთრი თევზის ფილე, 60 მილილიტრი წითელი ტკბილი ღვინო, 60 მილილიტრი სოიის სოუსი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი, 2 კბილი ნიორი, 20 გრამი ჯანჯაფილი („იმბირი“), 1 ჩაის კოვზი შაქარი, 180 გრამი „ლაფშა“ (ბრტყელი მაკარონი), 2 კონა ქინძი, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ცალი მწარე წიწაკა.
მომზადების წესი: მარინადისთვის ერთმანეთში აურიეთ ნიორი, ჯანჯაფილი, ღვინო, სოიის სოუსი, ზეთი და შაქარი. ამ მარინადში ჩააწყვეთ თევზი და მინიმუმ 20 წუთით გააჩერეთ. სანამ თევზი კარგად გაიჟღინთება, მოხარშეთ „ლაფშა“. შეინახეთ 1/4 ჩაის ჭიქა „ლაფშის“ ნახარში. მასში სოუსი მომზადდება. ბლენდერში მოათავსეთ: ქინძი, ჯანჯაფილი, წიწაკა, ზეთი, ლიმონის წვენი და თქვიფეთ გასქელებამდე. თუ ქინძი დააკლდა, სოუსი თხელი გამოვა.
დიდ თასში მოათავსეთ „ლაფშა“, მოასხით ბლენდერში ათქვეფილი მასა, „ლაფშის“ ნახარში და აურიეთ ძალიან კარგად.
თევზის ფილე შეწვით ორივე მხრიდან, ისე რომ ოქროსფერი ქერქი გაიკეთოს.
თითო ნაჭერ თევზს გარნირად დაუდეთ 2-3 სადილის კოვზი შეზავებული „ლაფშა“ და ასე მიართვით სტუმრებს.
ძალიან პიკანტური კერძია.

скачать dle 11.3