კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხორცის „ნაწნავები“



საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი ღორის ხორცი, 2 თავი ხახვი, ბროწეულის მარცვლები (მოსაყრელად), მარილი, შავი პილპილი, ღვინის ძმარი გემოვნებით, ზეთი შესაწვავად.
მომზადების წესი: ხორცს რომ გარეცხავთ, უნდა შეაშროთ. მერე გაახვიეთ ცელოფანში, ორივე მხრიდან დაბეგვეთ და წაუსვით მარილი და პილპილი. ხორცი, დაჭერით მოგრძო ნაჭრებად და თითოეული ნაჭერი სიგრძეზე ისე ჩაჭერით, რომ ნაწნავის დასაწნავი სამი „ტოტი“ მიიღოთ. ხორცი დაწანით და კბილის ჩხირით შეკარით. მოათავსეთ თასში, მოაყარეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, მოასხით ძმარი, აურიეთ კარგად და გააჩერეთ ერთი საათით. მერე ამოიღეთ და აცადეთ, მარინადი შეაშრეს.
ტაფა ძალიან გააცხელეთ, დაასხით ცოტა ზეთი და შებრაწეთ ნაწნავები ძლიერ ცეცხლზე, ორივე მხრიდან. მერე დაუწიეთ ცეცხლს და დაასხით ძალიან ცოტა წყალი. დაახურეთ ტაფას თავსახური და შუშეთ 7-10 წუთის განმავლობაში.
მზა ხორცს მოაყარეთ ბროწეული.

скачать dle 11.3