ბადრიჯანი კორეულად
საჭირო ინგრედიენტები: 4 ცალი ბადრიჯანი, 3-4 ცალი კიტრი, 1-2 ცალი სტაფილო, 1-2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 1 თავი ხახვი, 5-6 კბილი ნიორი, კამა, ქინძი და ოხრახუში (თითო მოზრდილი კონა), ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1 ცალი მწვანე მწარე წიწაკა, შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით. წითელი წიწაკაც შეიძლება, ოღონდ დაფქული; ზეთი – შესაწვავად, ცოტა ძმარი.
მომზადების წესი: ბადრიჯანი დაჭერით გრძელ ჩხირებად, 10 წუთით ჩაუშვით მდუღარე წყალში და დაყარეთ საწურზე. სტაფილო, კიტრი, ბულგარული წიწაკა დაჭერით წვრილ ჩხირებად, ხახვი კი – კუბიკებად. ზეთში მოშუშეთ ხახვი. თასში ჩაყარეთ ბადრიჯანი, მოშუშული ხახვი, ბოსტნეული. დაუმატეთ დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და დანარჩენი ინგრედიენტები. მარილი, ძმარი – გემოვნებით. გააჩერეთ 2-3 საათი და კერძიც მზად არის.