კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

– თუ შეიძლება‚ გოგონა! – რამის თქმა გინდათ? – მინდა! მაგრამ არა თქმა...

მანამდე ის ჩვეულებრივად ლაპარაკობდა:
– პრივეტ‚ ამის დედა... კაროჩე‚ ამის დედა...
მერე ფული იშოვა‚ საზოგადოებაში ადგილი დაიკავა‚ იმიჯმეიქერთან მუშაობის შემდეგ მეტყველების კულტურა აიმაღლა‚ თუმცა გინება ვერ მოიშალა. საზოგადოების წინაშე გამოსვლისას თავისთვის‚ გულში ამბობს.
– გამარჯობა... (პაუზა) მოკლედ, მოგახსენებთ... (პაუზა)...
***
– სანდრო‚ მომიყვანე მაგალითი‚ რითაც დაამტკიცებ‚ რომ დედამიწა მრგვალია.
– გლობუსით‚ მასწ!
***
– 50 ლარს ვერ მასესხებ?.. კეისში მქონდა და რაღაც გაიჭედა‚ ვერ ვაღებ...
– აუ‚ ბიჭო‚ მეც ზუსტად ეგრე მომივიდა...
– გაიჭედა? მოდი‚ მე გავაღებ‚ დანა გაქვს?
– ჰო‚ სულ დამავიწყდა‚ რომ მაქვს... მოიტა შენი კეისი‚ გავაღოთ...
***
– ინგლისური იცი?
– კი.
– მაშინ‚ მითხარი‚ რას ნიშნავს „ნათინგ“.
– არაფერს.
– არ არსებობს‚ რას ჰქვია არაფერს‚ ვიცი, ნაღდად ინგლისური სიტყვაა და რაღაცას ხომ უნდა ნიშნავდეს?!
***
– ვერ ვიტან‚ გოგოს ტანსაცმლის ქვეშ ტრუსიკი და ლიფი რომ უჩანს...
– შენ რა აზიატი ყოფილხარ‚ სიცხეში ბრეზენტს ხომ არ ჩაიცვამენ?!
– მეც მაგას არ ვამბობ? რატომ იცვამენ ზედმეტს...
***
– ჭიქა მომაწოდე‚ დაგისხა!
– არა‚ რას ამბობ‚ საჭესთან ვარ.
– შენც მაგარი ხარ‚ მანქანით რატომ მოხვედი?
– რა ვიცი‚ ვჩქარობდი‚ დალევა უჩემოდ არ დაიწყონ-მეთქი.

***
– აბა‚ აბა‚ რა მდგომარეობაა შენს შეყვარებულთან დაკავშირებით...
– მობილურივით...
– რა‚ ყოველთვის და ყველგან?
– არა‚ ან არ პასუხობს‚ ან მიუწვდომელია...
***
– უდაბნოში დღისით ქვიშა ისეთი ცხელია‚ ერბოკვერცხის შეწვა შეიძლება...
– მასწ‚ ახლა მივხვდი‚ რატომ აქვს აქლემს ასეთი მაღალი ფეხები!
***
ახალგაზრდა ქალმა ტაქსი გააჩერა‚ ჩაჯდა და მისამართი უთხრა. ტაქსისტმა საშინელი სიჩქარით გააქროლა მანქანა, წითელზე გადავიდა‚ ფეხით მოსიარულეს ძლივს ასცდა‚ ღერძულა ხაზი გადაკვეთა და შემხვედრ ზოლზე გადავიდა‚ მერე გზაჯვარედინზე კინაღამ მანქანას დაარტყა...
– ფრთხილად‚ ფრთხილად! შვიდი შვილი მყავს სახლში...
– და თქვენ მელაპარაკებით სიფრთხილეზე?
***
სტუმრად მოსულმა ნათესავმა სანდროს „ქინდერსიურპრიზი“ აჩუქა.
– აუ‚ რა საშინელ არსებას მოუჩინჩლავს ეს ქათამი... – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა სანდრომ.
***
– გოგონა‚ თუ შეიძლება... ისა‚ რა ჰქვია...
– ისა რა ჰქვია... 50 ლარი ღირს!
– არა... მინდოდა, გამეგო‚ თქვენი სახელი – რა გქვიათ-მეთქი...
***
– დიდი იმედი მაქვს‚ რომ იმქვეყნიური ცხოვრება არ არსებობს.
– ?
– წარმოიდგინე‚ მოკვდი თუ არა და ეგრევე სიდედრი გაგეჩითება...
***
– მამი‚ წყნარი ოკეანე მართლა წყნარია?
– სანდრო‚ ცოტა რთული კითხვის მოცემა არ შეგიძლია?
– კარგი‚ მაშინ მითხარი‚ მკვდარი ზღვა როდის მოკვდა.
***
განცხადება: „მაღაზია „ტკბილეულობა“ პერეპროფილიზაციის გამო დაკეტილია. ერთი კვირის შემდეგ გაიხსნება მაღაზია ახალი სახელით – „ყველაფერი დიაბეტიკებისთვის“.

***
ტიპი თევზის მაღაზიაში შევიდა‚ ამოირჩია ყველაზე დიდი თევზი‚ ფული გადაიხადა და გამყიდველს სთხოვა:
– თუ შეიძლება‚ დახლიდან ცოტა უკან დაიწიეთ და ეგ თევზი მესროლეთ!
– რატომ?
– თავისუფლად დავიფიცებ ყველასთან‚ რომ ეს თევზი მე დავიჭირე...
***
შუახნის მამაკაცი სექსოლოგთან მივიდა.
– ექიმო‚ რაღაც ცოლთან ვერ მიმდის საქმე კარგად... დახმარება თუ შეგიძლიათ...
– ალბათ, თქვენი სექსუალური ცხოვრება ერთფეროვანია‚ რაღაც სიახლე უნდა შეიტანო... სიმძაფრე... ახალგაზრდული ჟინი...
რამდენიმე დღის შემდეგ ექიმი შემთხვევით შეხვდა პაციენტს და მოიკითხა.
– კი‚ ექიმო‚ მაგრა გამომადგა თქვენი რჩევა. იმ დღესვე მივედი სახლში‚ ცოლი სამზარეულოში იყო‚ იქვე მივვარდი... ყველაფერი უმაღლესად დამთავრდა... აი‚ ცოტა ცოლის დაქალები ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში...
***
– რა განსხვავებაა ოლიგოფრენსა და ოლიგარქს შორის?
– ოლიგოფრენი – არ არის დამნაშავე‚ რომ ასეთია‚ ოლიგარქი კი – დამნაშავეა.
***
– შენიშნე? – ჩვენი მსახიობები შესაბამის სცენებში ისე ბუნებრივად ტირიან‚ სინამდვილე გეგონება‚ ჰოლივუდელ მსახიობებს კი ეს ხელოვნურად გამოსდით...
– ასეთი ჰონორარის პატრონს ბუნებრივად რა აატირებს?!
***
„წარმატებული ბიზნესმენი ეძებს ცოლს... მპოვნელი დასაჩუქრდება“.
***
– საშინლად მომაბეზრა თავი სიდედრმა‚ ყოველ მეორე კვირას ჩამოდის...
– მე კი‚ რაც ცოლი შევირთე‚ სულ ერთხელ ჩამოვიდა...
– ბედნიერო!
– და აღარც წასულა...

скачать dle 11.3