კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები



* 1883 წლის 27 სექტემბერს, ცნობილი მწერლის, ივანე ტურგენევის დაკრძალვას 179 სხვადასხვა ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი თაიგული რუსეთის ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ მიიტანა, რომელზეც მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა: „მუმუს ავტორს“.
* ამერიკაში თითქმის ყველგან არის პატარა მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი წვრილმანის ყიდვა: სიგარეტის, „კოკა-კოლის“, გაზეთების... თუმცა, ოფიციალურად აკრძალული აქვთ, გაყიდონ... გასაღები.
* ამერიკული სისტემის ფერადი ტელევიზიის დანერგვისას, ექსპერიმენტებში, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო ფერების გადაცემის ხარისხი, ერთ ოთახში დააწყვეს სხვადასხვა ფერის ხილი, მეორეში კი პროექტის ავტორები დასხდნენ და ეკრანზე დაინახეს: წითელი ვაშლი, ნარინჯისფერი ფორთოხალი, მწვანე ყურძენი და... ლურჯი ბანანი. ინჟინრები პანიკაში ჩაცვივდნენ, იფიქრეს, რომ პროექტი ჩავარდა... მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ლაბორანტმა იხუმრა და ბანანი ლურჯად შეღება.
* 1916 წელს, ციურიხში, კაბარე „ვოლტერში“, სქელტანიან ფრანგულ-გერმანულ ლექსიკონში უკუღმა ჩადეს დანა, რომელიც სიტყვა Dada-ზე აღმოჩნდა... და წარმოიშვა ლიტერატურულ-მხატვრული ჯგუფის სახელწოდება – „დადაელები“.
* ქართველებს ცეცხლთან დაკავშირებით გვაქვს გამოთქმა – „ცეცხლის ენები“, რუსები ხანძარს „წითელ მამალს“ ეძახიან, თათრები – „წითელ თხას“.
* ცნობილია, რომ ყველაზე ხშირად ხანძრის გაჩენის მიზეზი გაუფრთხილებლობაა, მეორე ადგილზეა ელექტროგაყვანილობის, ტექნიკის გაუმართაობა, შემდეგ მოდის მეხის დაცემა. ზოგიერთ ქვეყანაში კი ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო ქარის წისქვილის ფრთების ღერძის გადახურება ძლიერი ქარის დროს.

скачать dle 11.3