ბრძნული აზრები
დანტე: კარგად ის ისმენს, ვინც მოსმენილს აღიბეჭდავს ხსოვნაში კარგად.
პლატონი: აღზრდა არსებობის დასაწყისიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება.
ფრანკლინი: დაე, პირველი გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს მორჩილება, ხოლო მეორე, რასაც შენ საჭიროდ ჩათვლი.
მამარდაშვილი: ადამიანს არასოდეს ჩაუდენია ისეთი ბოროტება, – ბოროტებას კი, როგორც ყველაფერს, ენერგია, ენერგიის მობილიზაცია სჭირდება, – რომელიც განსაზღვრული არ ყოფილიყო ამ აუტანელი სიცხადით – სამართლის ცხადი ხედვით. ასეთ შემთხვევებში უნდა გვესმოდეს, რომ ბოროტი კაცი შუქითაა დაბრმავებული.
ბეკონი: სწავლულობა თავის თავზე ძალიან ზოგად მინიშნებას იძლევა, თუ ის გამოცდილებით არ არის დაზუსტებული.
ნეკრასოვი: იმ ხელის დარტყმაა მომაკვდინებელი, რომელიც ადრე გვეალერსებოდა.
ტულიუსი: ის, ვინც ერთხელ უკვე გადავიდა მოკრძალების საზღვრებს, ღიად უსირცხვილო ხდება.
შერიდანი: მოლაყბენი არიან ისინი, რომელთაც ფიქრი არ შეუძლიათ.
დოსტოევსკი: მაშინ, როცა ირონიას, ალეგორიას და ხუმრობას ვეღარ იგებენ, ეს ცუდის ნიშანია.
ჩეხოვი: ჭეშმარიტად დიდი ადამიანები მუდამ გულწრფელნი არიან; მათი საქმიანობისთვის უცხოა ხელოვნურობა და შელამაზება.
მონტენი: არავინაა დაზღვეული, რომ სისულელე თქვას, მაგრამ ცუდია, როცა მას წინასწარმოფიქრებულად და მიზანდასახულად ამბობენ.
ბალზაკი: სული სხეულივით სნეულდება, ოღონდ სულს არ შეუძლია ისე ყეყეჩურად იტანჯებოდეს, როგორც სხეული იტანჯება.
გოეთე: ყველაზე სასაცილო იმის სურვილია, ყველას მოსწონდე.
ვახტანგ მეექვსე: სწავლული კაცი მალ ნახავს, რა რაზე მისდევს სხვისასა, ვერ ხედავს გაუსწავლელი ვერც სხვასა, ვერცა მისასა.
ჩესტერფილდი: კარგი ტრადიცია წინსვლის პირობაა, ხოლო ცუდი – მუხრუჭის როლს ასრულებს.
ლაროშფუკო: დახვეწილი გემოვნება იმდენად გონების სიძლიერეს როდი მოწმობს, რამდენადაც აზრის სიცხადეს.
ნაპოლეონი: ადამიანის ღირსებების განსჯა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიძლება.
ბეკონი: შიშზე საშინელი არაფერია.
სოფოკლე: შეცდომა ყოველი ადამიანის თვისებაა, მაგრამ ვინც ცდება, მას არამც და არამც არ შეიძლება, ეწოდოს გამოუსწორებელი სულელი, თუკი ის, შეცდომის დაშვების შემდეგ, ცდილობს, მის გამოსწორებას და არ ჯიუტობს.
გოგებაშვილი: რამდენადაც უფრო დიდია ხალხის სიღარიბე, იმდენად უფრო ესაჭიროება სკოლა, რომელიც სამართლიანად ითვლება სიღარიბის უებარ წამლად.
ჰელვეციუსი: ადამიანის ხასიათსა და გონებაზე თავისუფლად შეიძლება ვიმსჯელოთ მის მიერ ამორჩეული წიგნებისა და მეგობრების მიხედვით.
***
ჭეშმარიტება შეიძლება სდევნო, მაგრამ მას ვერ დაამარცხებ.
ემერსონი: შეცდომის პოვნა ადვილია, რადგან იგი ზედაპირზე ძევს და მას უცებ ამჩნევ, ჭეშმარიტება კი ღრმადაა დაფარული და მისი პოვნა ყველას არ შეუძლია.
დიუკლო: თუ გინდა, ადამიანებს მოსწონდე, დააფასე მათი ჭკუა.
ტულიუსი: მე მომწონს ახალგაზრდაში სიბერის რომელიმე კარგი ხასიათი, მოხუცში კი – რომელიმე კარგი ახალგაზრდული ხასიათის ხარისხი.
სენკევიჩი: არსებობენ ქალები, რომლებიც რელიგიას, ფილოსოფიას და ხელოვნებას ისე უყურებდნენ, როგორც მორთულობას.