კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მეთოდების გამოყენება დასჭირდა ლევან მჭედლიძეს ხატია ხვადაგიანთან, სანამ ოჯახის შექმნაზე დაითანხმებდა



იტალიური საფეხბურთო კლუბ „ემპოლისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ლევან მჭედლიძემ ცხოვრებას მეგზურად მოდელი, ხატია ხვადაგიანი აირჩია. შეიქმნა კიდევ ერთი ქართული ოჯახი, რაც უდავოდ, სასიხარულო ფაქტია.
ლევანი: ხატიას მამას დიდი ხნის წინ ვიცნობდი. იგი ეროვნულ ნაკრებში მუშაობს. შემთხვევით მასთან ერთად ხატიაც ვნახე. მაშინვე მომეწონა და გადავწყვიტე, ინტერნეტით მომეძებნა, ვიპოვე და მივწერე, ერთმანეთი ხომ არ გაგვეცნო-მეთქი. თავიდან კი ცოტა მაწვალა, თავს არიდებდა შეხვედრას. ბოლოს როგორც იქნა, დავითანხმე შეხვედრაზე და გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა.
ხატია: მამაჩემს ვუთხარი, ვინ არის ეს ბიჭი, რაღაცეები მომწერა-მეთქი. არც დაფიქრებულა, ისე მითხრა, ძალიან კარგი და წესიერი ბიჭია – ფეხბურთელი, ნაკრებში თამაშობსო. რამდენიმე ხნის შემდეგ, ლევანმა იტალიიდან დამირეკა და რომ ჩამოვიდა, მნახა. თან, ყველა თავისიანი ახლდა – ძმა და მისი მეუღლე, კიდევ ორი მეგობარი. შემდეგ ლევანის ძმასთან ერთად ფეხბურთის საყურებლად წავედი. სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ მაინც ინტერესით ვადევნებდი თვალს.
ლევანი: რაც შეეხება იმას, თუ როდის მოვიხიბლე, ალბათ, მაშინ, პირველად მამასთან ერთად რომ ვნახე. ფიზიკურად ყოველთვის მომწონდა და ურთიერთობის დროსაც დავრწმუნდი, რომ კარგი ადამიანია. თანაც, ისეთ რაღაცეებს ვწერდი, იძულებული ხდებოდა, პასუხები გამოეგზავნა (იცინის).
– ლევან, თუ ცდილობდი, სიურპრიზები მოგეწყო შეყვარებულობის პერიოდში, თავი უფრო რომ  მოგეწონებინა?
– პატარ-პატარა სიურპრიზებს კი ვუკეთებდი, მაგრამ მე თვითონ არ ვარ ისეთი, რაღაც ზედმეტი გამეკეთებინა – ფოიერვერკები, გულის დანთება და სხვა რაღაც-რაღაცეები. თვითონაც ისეთია, რომ უფრო მეტად ადამიანურ ურთიერთობებს ანიჭებს უპირატესობას.
– თუ გიჩხუბიათ ან გაბუტვიხართ ერთმანეთს?
ხატია: კი. ძალიან ბევრჯერ გვხვდებოდა დაბრკოლება, ყველგან კეთილი ხალხი ვერ იქნება. სულ იყო ისეთი რამ, რაზეც ვჩხუბობდით. ბევრი ჭორიც მსმენია.
ლევანი: კი იყო ჭორები, რა თქმა უნდა, ჩემზე. ხატიაზე არასდროს არაფერი მსმენია. ვერც წარმომიდგენია, ქალებს როგორ უნდა გაუვრცელონ ჭორი. ჩემზე გამოგონილი ამბები არც კი მწყინდა, უბრალოდ, ხატია ხანდახან იჯერებდა და მიბრაზდებოდა, რაც კამათის მიზეზი ხდებოდა. სხვათა შორის, ისე არასდროს გვიჩხუბია, დაცილების ან სერიოზული კამათის მიზეზი გამხდარიყოს. ვეუბნებოდი, არ დაეჯერებინა. განსაკუთრებით ინტერნეტიდან ჰქონდა შემოტევები. ასეთი რამეც კი იყო – ქორწილის დღეს ვიღაც მწერდა, რომ ხატიასთან ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, რომ ის ჩემი მეორე ცოლი იქნებოდა. თუმცა, ასეთი სისულელეებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. დარწმუნებული ვართ ერთმანეთის სიყვარულში, ამიტომ დავქორწინდით და ძალიან ბედნიერები ვართ.
– ალბათ, ხატიას ეჭვებს ისიც აძლიერებდა, რომ პიპო ინძაგისა და კრისტიან ვიერის ქვეყანაში საქმიანობ, მათ მექალთანეობაზე ხომ ლეგენდები დადის?
– (იცინის) ჩემ გარშემო ბევრი ასეთი ფეხბურთელი ტრიალებს, მაგრამ, როცა შეყვარებული ხარ, სხვა არავინ გაინტერესებს. ვისაც კი გამოუცდია ასეთი გრძნობა, ალბათ, უსიტყვოდ დამეთანხმება. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მათ შესახებ გავრცელებული ხმები მეტწილად ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია. ისინი არა მარტო დიდი ფეხბურთელები, დიდი ადამიანებიც არიან. ალბათ, ჩემზეც იფიქრებენ, ჯერ 21 წლის ბიჭია, დღეს ცოლი მოიყვანა, ხვალ შეიძლება, მობეზრდესო. მაგრამ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თან, ჩვენი ოჯახებიც საქმის კურსში იყვნენ, სპონტანურად არაფერი გადაგვიწყვეტია.
– ხატია, ფეხბურთელის ცოლობა იოლი არ არის, შენი გეგმები თუ ემთხვევა ლევანის მოსაზრებებს. შენს კარიერას საფრთხე ხომ არ დაემუქრება?
ხატია: მოდელი ვიყავი, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, თავი დავანებო. მინდა, ლევანთან ერთად ვიყო ყოველწუთს და დავეხმარო წინსვლაში. თანაც, ვიცი, რომ ლევანი აღფრთოვანებული არ არის სამოდელო საქმიანობით. ერთი-ორჯერ ახსენა ლაპარაკში, მაგრამ არასდროს უთქვამს, თავი დაანებეო. არც რაიმე  მოუთხოვია კატეგორიულად. უბრალოდ, მე მივიჩნიე ასე საჭიროდ.
– როგორც მივხვდი, ძირითადი დროის გატარება მაინც სახლში მოგიწევს, განსაკუთრებით ამ ეტაპზე. სადილის მომზადება თუ გეხერხება და რაც მთავარია, ლევანს თუ მოსწონს?
– სადილების მომზადების რა გითხრათ, ისე, რაღაცეებს კი კარგად ვაკეთებ. დედაჩემი და ჩემი დედამთილი შეუდარებლები არიან. ამიტომ, არ მეშინია, მათგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია. დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონება, მათ შორის, ლევანსაც.
– ლევან, ფეხბურთზეც რომ არ შეგეკითხო, ისე როგორ იქნება. კმაყოფილი ხარ შენი გარჯით?
ლევანი: ძალიან შემიშალა ხელი ტრავმებმა, კუნთი მიწყდებოდა. ორი თვე გაჩერებული ვიყავი. როგორც იქნა, დავბრუნდი მინდორზე, მაგრამ ცოტა ხანში იმავე ადგილას გამიწყდა კუნთი და ხელახლა მომიწია ლაზარეთში დაბრუნება სამი თვით. სეზონს ტრავმის გარეშე თითქმის ვერ ვამთავრებდი და ამაზე ძალიან ვწუხდი. გასულ სეზონში სულ ცხრა თამაში ჩავატარე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მომავალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდები.
– ჩემთან საუბარში ახსენე, რომ მოლაპარაკებები გქონდა ფეხბურთთან დაკავშირებით. იქნებ დაგვიკონკრეტო?
– ფეხბურთში ასეთი მოლაპარაკებები ხდება – იყო რამდენიმე შემოთავაზება. მაგრამ, ჩემი გადაწყვეტილებაა, „ემპოლიში“ გავაგრძელო თამაში. მთავაზობენ კონტრაქტს, თუმცა, არ ვჩქარობ ხელის მოწერას, დრო დამანახვებს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩემს ტრავმებთან. ბევრი ნიუანსი მაქვს გასათვალისწინებელი. ფაქტობრივად, დღეისთვის გადაწყვეტილი არაფერია.
– დაბოლოს, საქართველოში აპირებთ თაფლობის თვის გატარებას თუ უცხოეთში გამგზავრება გაქვთ დაგეგმილი?
– ცოტა ხანს, საქართველოში ვიქნებით. მერე კი უცხოეთში ვაპირებთ გამგზავრებას. სად წავალთ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია. გეგმას ახლა ვადგენთ.

скачать dle 11.3