კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1977 წლის 26 ივლისს, დილის 8 საათზე, რომელ სფეროში მელის წარმატება?
პასუხი: თქვენთვის კარგია და მისაღებია შემდეგ პროფესიები: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, საკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერული პროგრამები, ტურისტული ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგია. ამ პროფესიებში წარმატებების შანსი გაცილებით მაღალია ბარიერის გადალახვის გარეშე.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 3 ივლისს, საღამოს 7-დან 8 საათამდე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელი პროფესიებია მისაღები და უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?
პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისიაა, იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეძლოთ საუკეთესო ნიშან-თვისებების წინ წამოწევა. ასევე, გამოავლინეთ მებრძოლი, უშიშარი ადამიანის სულისკვეთება. დაეყრდენით ოპტიმიზმს, კეთილშობილებას. გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. ეს წარმატებებს მოგიტანთ ცხოვრებაში. უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის. ამიტომ, შესაძლოა, ამ კუთხით მეტი წინაღობა და პრობლემა შეგხვდეთ. თუ გადაწყვეტთ იქ გამგზავრებას, მაშინ უკეთესია აირჩიოთ შემდეგი ქვეყნები: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ვენესუელა, ყაზახეთი, შვედეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, ბრაზილია, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, პაკისტანი და კუნძული მალტა.  რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო სფერო, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო საქმიანობა, საგამომგონებლო სფერო, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, ფსიქოლოგია და ფილოსოფია.
კითხვა: დავიბადე 1981 წლის 20 აგვისტოს, საღამოს. გთხოვთ, მიპასუხოთ, უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია და დიდი წარმატებების მომტანი ნამდვილად არ არის. თუმცა, იქ ძალების მოსინჯვა ღირს. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი და იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პერუ, ავსტრია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილოეთი მხარე, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ლატვია, მონაკო, ჰავაის კუნძულები, გვატემალა.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 29 აგვისტოს, საღამოს ათ საათზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის სარგებლიანი და უცხოეთში თუ მელის წარმატება?
პასუხი: თქვენთვის ძირითადად წარმატებების მომტანი ადგილი სამშობლოა და არა უცხოეთი. თუმცა, უცხოეთთან მიმართებაშიც არ გაქვთ დიდი პრობლემები. პროფესიებიდან  კარგია აირჩიოთ: ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, სითხეების ბიზნესი, პედიატრია, კომპიუტერული ტექნოლოგიები, დრამატურგია, რეჟისურა, სამეცნიერო კვლევა.

скачать dle 11.3