“ნეროში„ მაია მიქაშავიძის ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა მოეწყო
კაფე „ნერო” ქართველი ხელოვანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო სივრცედ იქცა. 21 ივნისს „შავ-თეთრმა” კაფემ ხელოვან მაია მიქაშავიძეს უმასპინძლა. დიზაინერი, რომელიც უჩვეულო, ყველასგან გამორჩეულ, ძალიან საინტერესო სამკაულებს ქმნის, საოცარი კოლექციის გამოფენა-გაყიდვით წარდგა თბილისური ბომონდის წინაშე. ქალბატონი მაიას საღამოს მთელი თბილისი ესწრებოდა – მედიის წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები. იყო დიზაინერის ულამაზესი გულსაბნევით მორთული სადღესასწაულო ტორტი, ფოიერვერკები, ამ ყველაფერმა ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი მისცა. გამოფენა-გაყიდვა კაფეში კიდევ ორი დღის განმავლობაში, 24 ივნისამდე გაგრძელდა. საღამოს ასეთ დონეზე ჩატარებაში განსაკუთრებული წვლილი „ნეროს” ფიარმენეჯერებს – გიორგი კალანდაძესა და ნათია წიწილაშვილს მიუძღვით. „ნერო” კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებას გვპირდება.