კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ



კითხვა: ვის აქვს უფლება, კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართოს სასამართლოს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და რა საბუთებია საჭირო სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ სარჩელზე დასართავად დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას –  მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ)  სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუ არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას  ეს მემკვიდრეები თმობენ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ.
კითხვა: რა ვადაში შემიძლია, მივმართო სასამართლოს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“კანონის თანახმად და რომელ სასამართლოში უნდა შევიტანო სარჩელი?
პასუხი: „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“კანონის თანახმად, უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე, ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს წარუდგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს, არაუგვიანეს 2014 წლის 1 იანვრისა.
კითხვა: ვარ რეპრესირებული, გთხოვთ, მაცნობოთ  „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, რა წესით ხდება ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე საქმის განხილვები? ვინ შეიძლება, იყოს აღნიშნულ დავაში მოპასუხე და  საჩივრდება თუ არა ზემდგომ ინსტანციებში გადაწყვეტილება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ, სარჩელის მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის საქალაქო სასამართლო „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.
აღნიშნული დავები განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება საქმეთა განხილვისთვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადებში და დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.
კითხვა: კერძო სამშენებლო ფირმას დაქირავებულ მუშა ხელოსნებთან არ აქვს გაფორმებული „შრომითი ხელშეკრულება“. აღნიშნული პირები მუშაობენ სიტყვიერი მოლაპარაკების და სამუშაოთა მწარმოებელთან შეთანხმებით იღებენ გამომუშავებულ თანხას. ასეთი მუშაობის სტილი, შეიძლება, მაკონტროლებელმა ჩათვალოს დანაშაულად?
პასუხი:  მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე,  შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით.
კითხვა: ვცხოვრობ დედოფლისწყაროს რაიონში სოფელ წითელწყაროში. კომუნისტების დროს ვიყიდე სახლი, რომელსაც ჰქონდა 35 მეასედი ეზო. სასოფლო საბაჟომ გააფორმა ნასყიდობა. ოთხი წელი ვსარგებლობდი ჩემი ეზოთი, შემდგომ კოლმეურნეობის გამგეობამ ჩამომართვა 20 მეასედი და დამიტოვა – 15, რადგან არ ვიყავი კოლმეურნეობის წევრი. იმ დროს ვმუშაობდი საკოლმეურნეობათაშორის სამშენებლო საბჭოში, სახერხი ქარხანის მხერხავად. 20 წელი არ ვიცოდი, რომ ეზო  ჩამორთმევას არ ექვემდებარებოდა. მაშინ ის კანონდარღვევით ჩამომართვეს. ვისაც მისცეს, ისინი გარდაიცვალნენ და მათი მემკვიდრეები არც სარგებლობენ ნაკვეთით. ჩემი სახლის მიმდებარე ეზოში 7 წელია, 20 მეასედი მიწა დაუმუშავებელია. გთხოვთ მაცნობოთ, შემიძლია თუ არა მისი დაბრუნება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც შეიტყვეთ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის თაობაზე, უნდა მიგემართათ სასამართლოსთვის და მოგეთხოვათ მიწის ნაკვეთის დაბრუნება თუ ამის სამართლებრივი საფუძველი გაგაჩნდათ. ვინაიდან ახლა მიწის ნაკვეთი გაფორმებულია მიწის მესაკუთრის მემკვიდრეებზე, ხოლო თქვენ საკუთრების ჩამორთმევის ფაქტი არ გახადეთ სადავო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მისი მეკვიდრეები კანონიერად არ გაძლევენ მიწის გამოყებენის უფლებას.
კითხვა: ნოტარიუსის მიერ გამოცემულია უკანონო სააღმსრულებლო ფურცელი, რომელიც ჩემმა მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა სააღმსრულებლო ბიუროში. მაინტერესებს, მაქვს თუ არა სააღსრულებო ფურცლის შეჩერებისა და გასაჩივრების უფლება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნოტარიუსის სააღმსრულებლო ფურცელი საჩივრდება სასამართლოში (სამოქალაქო კოლეგიაში), მისი გასაჩივრების უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც მიაჩნია, რომ მისი უფლება იქნა შელახული, რაც შეეხება  აუქციონის შეჩერებას ან  შეწყვეტას, მოგახსენებთ, რომ იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან, დაუშვებელია აუქციონის (სააღმსრულებლო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, სააღმსრულებლო ფურცლის დაბრუნება.
კითხვა: როდის უნდა მოხდეს სააღმსრულებლო ბიუროში თანხის გადახდა, რათა არ მოხდეს აუქციონზე ქონების გაყიდვა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე მოვალე ან სხვა პირი უფლებამოსილია გადაიხადოს საფასურის, აღსრულების ხარჯის, კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად საჭირო თანხა იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე.

скачать dle 11.3