კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო თქვა უარი ლიკა შუბითიძემ ლედი გაგას პრინციპზე და რა შეცვალა მასში ამერიკამ



მომღერალი ლიკა შუბითიძე უკვე მესამე წელია, საცხოვრებლად საქართველოდან ამერიკაში გადავიდა, სადაც თავის მუსიკალურ კარიერას განაგრძობს. ახალი სამყარო მისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. თუ როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ის უცხოეთში, ამას უკვე მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.
– წინა ინტერვიუ გასულ წელს ჩავწერეთ. მას შემდეგ რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში და პირად ცხოვრებაში?
– ამ პერიოდში მართლა ბევრი რამ მოხდა. აგვისტოში ლას-ვეგასში მივდივარ ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. აგზავნი შენს მუსიკას და თუ მოეწონებათ, მიგიწვევენ.  რაც შეეხება სხვა კონცერტებს, ბევრი საღამო მქონდა, კლუბებსა და ბარებში. ვმონაწილეობდი როგორც ამერიკელ, ასევე ერთ-ერთ ქართველ დიჯეისთან (დიჯეი ნიკა) ერთად. ასევე ვუკრავ ერთ ქართველ ბიჭთან ერთად, რომელიც ტაბლასა და პერკუსიაზე უკრავს. ის არის არჩილ გეგეჭკორი და მისი ზედმეტი სახელია ტატო.
 როცა სენტ-ლუისში ვცხოვრობდი, პროექტი გავაკეთე აფროამერიკელ ჰიპ-ჰოპის მომღერალ, რეპერ დეიმონ დევისთან ერთად. მართალია, თავიდან ექსპერიმენტის დონეზე ჩავწერეთ, მაგრამ უკვე სერიოზული სახე მიიღო ამ ყველაფერმა. ახლა კიდევ ვაპირებ იქ ჩასვლას და ერთობლივი ალბომის გამოშვებას. მალე ჩემი და ამერიკელი საქსოფონისტის, ჯეი ზელენკას საერთო ალბომი გამოვა, რომელიც კომერციული სახის არ იქნება. ასეთ მუსიკას ძალიან იშვიათად უსმენენ, ალბათ 100-დან ერთი თუ მოუსმენს. ეს არის ელექტრონული ფრი-ჯაზი, რომელიც შემდეგი საუკუნის მუსიკაა.
– გამოდის, ლიკა შუბითიძემ დროს წინ გაუსწრო.
– გავუსწარი, მაგრამ გეტყვით, რომ ეს არ არის მოსასმენი მუსიკა. ეს არის სრული იმპროვიზაცია – ელექტრონული საქსოფონი და ვოკალი და ამის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება.
– ნებისმიერ ქვეყანაში ალბომებს ძირითადად იმისთვის უშვებენ, რომ კომერციული იყოს და, შესაბამისად მოგება მოიტანოს. შენი მხრიდან კი არაკომერციული ალბომის გამოშვება ერთგვარი რისკი ხომ არ არის? ალბათ, ამ შემთხვევაში ხარჯი მეტია.
– კი, ხარჯი მეტია, მაგრამ ჯეი ზელენკას თვითონ აქვს სტუდია და ალბომი მასთან ჩავწერეთ. მას განსაკუთრებულად მოვეწონე როგორც მუსიკოსი და მენდო. ის მართლა არ არის ისეთი ტიპი, ყოველ მეორეს შესთავაზოს ასეთი პროექტი. ცნობილ მომღერლებთან აქვს ჩაწერილი ალბომები. 80-იანი წლებიდან საკმაოდ აქტიური მუსიკოსია, რომელიც სენტ-ლუისში ცხოვრობს.
– ამჟამად რომელ შტატში ხარ?
– ახლა ნიუ-იორკში ვარ, მაგრამ კალიფორნიაში მინდა გადასვლა, რადგან იქ უფრო აქტიურია შოუ-ბიზნესი, ვიდრე აქ. ნიუ-იორკში უფრო სამოდელო ბიზნესია აქტიური.
– პრინციპში, ძალიან ბევრი სამუშაო გაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში კარგად მოიკიდე ფეხი.
– ალბათ კი, მაგრამ არ მიყვარს ყველაფრის აფიშირება და არასდროს ვარ ჩემი თავით კმაყოფილი. ჩემთვის ეს საკმარისი არ არის, უფრო მეტი და მეტი მინდა. რეალურად, რაც ჩამოვთვალე, ახლა მივხვდი და დავრწმუნდი, რომ რაღაცეები ხდება. საკუთარ თავზე სულ ვმუშაობ. კარგია, აქეთ რომ ჩამოვედი.
– რამდენი ხანია, რაც საქართველოში არ ყოფილხარ?
– 3 წელი გახდება სექტემბერში.
– არ გეგმავ ჩამოსვლას?
– კი, მინდა, საქართველოში ჩამოსვლა. ამ პროექტს რომ დავამთავრებთ, მერე ვიდეოკლიპის გადაღებას ვგეგმავთ, რომელმაც მინდა, რომ საქართველოშიც იტრიალოს. სხვათა შორის, რა ჩანაწერებიც გავაკეთე, თბილისის სხვადასხვა რადიოში გამოვაგზავნე, მაგრამ მითხრეს, რომ ჩვენი ფორმატის სიმღერები არ არისო. რა ვიცი, იმედი მაქვს, ერთი რადიო მაინც არსებობს, რომელიც ჩემს სიმღერებს გაუშვებს. რა ფორმატი ვარ ასეთი, ვერ გავიგე.
– პირად ცხოვრებაში თუ არის რაიმე ცვლილება?
– პირადში არაფერი საინტერესო და მნიშვნელოვანი არ ხდება. ამის დრო ჯერ არ მაქვს. პირად ცხოვრებას დრო სჭირდება, თან უნდა მომართო თავი ამისთვის.
– გამოდის, ადამიანი რომ მოგეწონოს მობილიზება გჭირდება?
– მაგისთვის არ მჭირდება მობილიზება, მაგრამ იცი, როგორი სიტუაციაა? ვიღაცეებს პირად ცხოვრებაში ცვლილებები შემოქმედებაში შველის, მაგრამ მე ამ ეტაპზე ასე უფრო კარგად ვარ.
– ბევრი ხალხი დადის შენს მოსასმენად?
– ჩემს კონცერტზე ქართველების ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს. მყავს ამერიკელი მეგობრებიც. ჩემი მუსიკა უფრო სერიოზულ მუსიკოსებს მოსწონთ და არა პოპ-მუსიკოსებს, რაც ჩემი აზრით, მიღწევაა. არჩევანი უნდა გააკეთო – ან ლედი გაგა იყო, ან უფრო მართალი საკუთარ თავთან. მე არჩევანი გავაკეთე და მირჩევნია, სულს უფრო მეტად მოვუფრთხილდე. ფინანსებს რაც შეეხება, ის დროც მოვა, რომ მუსიკით ვიცხოვრებ.
– ქართველების მხარდაჭერას ვგრძნობო, ახსენე. ანუ, ბევრი ემიგრანტია შენს გვერდით?
– კი, ძალიან ბევრი აქ შეძენილი ქართველი მეგობარი მყავს, რომლებიც მხარს მიჭერენ და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ისინი მეხმარებიან და ხელს მიწყობენ.
– რა ისწავლა ლიკა შუბითიძემ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანუ რაც საქართველო დატოვე იმ პერიოდში?
– ამ სამ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა, გავიზარდე როგორც მუსიკოსი. რეალურად აქ დავიწყე ჩემი საავტორო მუსიკის შექმნა. უფრო მეტი ჯანსაღი ამბიციაც გამიჩნდა. ამერიკა არის ადამიანთა თავშეყრის ადგილი, სადაც შეგიძლია, გაიზარდო და ბევრი რამ ისწავლო. მეც ასე ვიზრდები და ყველანაირად წინ და წინ მივდივარ. ამერიკას ის აქვს კარგი, რომ მას თუ ფეხი აუწყვე, უკან ვეღარ დაიხევ.
– შენმა ფსევდონიმმა – „შუბამ” გაამართლა?
– გაამართლა. როცა ქართველი ემიგრანტები მოდიან ჩემს საღამოზე დასასწრებად, ფრჩხილებში მაინც ვწერ ლიკა შუბითიძეს. ამერიკელები ცოტა არ იყოს რობოტებივით ცხოვრობენ და უჭირთ სიახლის მიღება. „შუბა” მარტივი აღსაქმელი სახელია და არც თავის ასატკივებელია. ამიტომ, გაამართლა და კარგად მიიღეს.
– თუ არის ისეთი რამ, რასაც ფეხს ვერასდროს აუწყობ და ახლოს ვერ მიიღებ?
– თუნდაც, რობოტული ცხოვრება. რობოტი ვერასდროს გავხდები, უპირველესად, იმის გამო, რომ ვიცი ქართველი ვარ. მაინც ერთი დღით ვცხოვრობ და მირჩევნია ასე ვიცხოვრო.
– ამერიკაში ლიკა შუბითიძეს სათანადოდ აქვს ფიარი?
– ალბათ, არ მაქვს. აქ აბსოლუტურად სხვანაირი სისტემაა. სხვადასხვა შტატში სხვადასხვა სისტემაა. ნიუ-იორკში მაგალითად, შეგიძლია, ნებისმიერ კლუბში მიხვიდე და დაუკრა. ჩემი აზრით, ცოტა ჰაერში დაფრინავენ, როცა ამბობენ, მე მანჰეტენზე კონცერტი მქონდა და გასაოცარიაო. მე ახლა ყველა ჩავუშვი, მაგრამ რა ვქნა. შენ თუ შენს ხალხს მიიყვან, ნებისმიერ ადგილას შეგიშვებენ. ალბათ, „კარნეგი-ჰოლშიც“ შეგიშვებენ და დაგაკვრევინებენ. შეიძლება, ვინმემ თქვას, რა სისულელეაო, მაგრამ ეს სისულელე სულაც არ არის, სიმართლეა. ნიუ-იორკის სიტუაცია ძალიან გაფუჭდა. კალიფორნიაში ასე არ არის. იქ არიან მენეჯერები, რომლებიც გთავაზობენ, რომ დაგიჯავშნიან ამა თუ იმ შოუს, აქა და აქ. რაზეც ამჟამად მიდის ბრძოლა, ეს არის ლიცენზირებული სტუდიები. სტუდია მეც მაქვს, სადაც ჩემს მუსიკას ვაკეთებ და ვწერ, მაგრამ ამ ყველაფერზე ლიცენზიაა საჭირო, კონტრაქტი რომ გააფორმო. ამას კი, ძალიან ბევრი მოძრაობა სჭირდება, პლუს ტვინის დაყოლება, რომ რამე ისეთზე არ მოაწერო ხელი, რასაც მერე ინანებ.
– ოპტიმისტი მგონიხარ, რომლისგანაც დეპრესია შორს არის.
– დეპრესია?! როგორ არა, ოპტიმისტი არ ვარ, უბრალოდ, ავტომატურად ვიცილებ თავიდან რაღაცეებს. ან კი, რაღაც მერთვება უცებ და თავს ვიმართლებ.
– ანუ, შენი სტრატეგია გაქვს.
– კი, მაგრამ საკუთარ თავთან ყოველთვის ვჭიდაობ. ბევრი ვარ – ერთი არ ვარ. მერე რაღაცეები მქაჩავს ქვევით, რომ მოვეშვა, ჩავეშვა და ასე შემდეგ. არ ვიცი, რომელი ვარ მე, მაგრამ მერე რაღაც ისევ მქაჩავს ზევით და მოკლედ, სულ ჭიდაობაში ვარ.
– გამომდინარე აქედან, ლიკა შუბითიძე რთული სამართავია, თუნდაც საკუთარი თავისთვის?
– კი, ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეგობრული ვარ და ხასიათის შეწყობა არ მჭირდება. არ ვგულისხმობ პარტნიორს, რადგან ვინც კი მყოლია,  როგორც ამბობენ მათთვის ძალიან რთული გასაძლები ვარ. ალბათ, მაინც საკუთარი თავისთვის ვარ ყველაზე რთული.

скачать dle 11.3